როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი უცნაური საამქროა. აქ ნებისმიერ მსურველს სასურველი ფორმის სამგანზომილებიან ნივთს, ფიგურას დაუმზადებენ უმოკლეს დროში, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მსგავსი მასალისგან. ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო: დამკვეთს ზუსტად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, როგორი ფიგურის ან რა საგნის დამზადება სურს სამგანზომილებიანი ფორმატით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წელს საბა სირაძეს და დათა ვაშაყმაძეს მეგობარმა, ვახტანგ დოლიძემ უამბო დანადგარების შესახებ, …

21 წლის გოგო ქედიდან, რომელმაც მცენარეებზე ზრუნვა შემოსავლის წყაროდ აქცია

21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის. ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა  ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში. ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი …

როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად

მარიამ შათირიშვილი ბათუმელი ფსიქოლოგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი შვილისთვის უსაფრთხო სათამაშოს შექმნა გადაწყვიტა. იუთუბზე ნანახი ინსტრუქციის შემდეგ, ყაისნაღი მოიმარჯვა და პირველი ბაჭია თავისი ფანტაზიით შექმნა. იმ დღეს, მისდაუნებურად, „ელის“ შექმნის იდეაც დაიბადა:  „ეს იყო ბაჭია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კომერციული, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ეს საქმე იქცა სტარტაპად.  ჩემი სურვილი იყო,  რომ რაც …

CARDEAL: ბათუმელი ზურაბ ბაკურიძის სტარტაპმა ₾1,6 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა

როგორ წარმოგიდგენიათ, რა ბიზნესი შეძლებდა გაყიდვების 500%-იან მატებას პანდემიის პირობებში, როცა ბევრი დიდი ბიზნესკომპანიაც კი კრიზისს განიცდის? ასეთი კომპანია CARDEAL-ია, ავტოაუქციონების სავაჭრო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს ნახევარ მილიონზე მეტ ავტომობილს სთავაზობენ. რეგიონული მასშტაბით „ქარდიალი“ დღესდღეობით ავტოაუქციონების ყველაზე დიდი პლატფორმაა, იკავებს შიდა ბაზრის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. ამ გვერდს ყოველდღიურად მანქანებით დაინტერესებული 200 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ქართველი ახალგაზრდების …

თიბისის და MY.GE-ს ინიციატივით საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი იქმნება

თიბისის პროგრამა “სტარტაპერისა“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge იქმნება. ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციის განთავსებას სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ. სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება. “სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები …

თიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს

თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის-სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები …

Area.ly – ინსტრუმენტი, რომელიც სასტუმროს გაყიდვებს უზრდის

Area.ly არის პლატფორმა, რომელიც სასტუმროს მფლობელებს ერთი-ორად გაუადვილებს ბიზნესის მართვას. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, კომპანიამ მიაღწია პარტნიორობას  Booking.com, Expedia, Tripadvisor, hotels.com და სხვა სისტემებთან, რომლებიც ე.წ. “hospotality” ბაზრებზე ლიდერები არიან. დღეს კი Area.ly  მულტიენოვანი საიტია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი, ბევრად უფრო ოპტიმალურად უხელმძღვანელებს საკუთარ სასტუმროში მიმდინარე პროცესებს. თავდაპირველი იდეა სასტუმროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას გაჩნდა. მათ სჭირდებოდათ სხვადასხვა ტიპის პრობლემების …

Exit mobile version