დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო …
Tag Archives: სტადიონი
„მოთხოვნა გაიზარდა“ – ბათუმის მერიამ ურეხის სტადიონი აჭარის ფეხბურთის ფედერაციას გადასცა
ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე სპორტული მოედანი და მასთან დაკავშირებული შენობები ბათუმის მერიამ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციას“ 10 წლის ვადით, უზურფრუქტის წესით გადასცა. შეთანხმების მიხედვით ფედერაციამ აქ UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა უზრუნველყოს, სასყიდლის სახით კი ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 500 ლარს შეიტანს. რა ვადაში უნდა შეძლოს ფედერაციამ საკრებულოს განკარგულების პროექტით განსაზღვრული პირობა, ამის შესახებ არც ამ …
ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება
პოლონეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ვარშავაში მდებარე ეროვნული სტადიონის გადაკეთება ქვეყნის პირველ საველე ჰოსპიტლად, რომელშიც კოვიდპაციენტები განთავსდებიან. “სამუშაოები შაბათს დაიწყო,”- ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ორშაბათს Twitter– ში განაცხადა. 58 50- ადგილიანი სტადიონზე მოწყობილი ჰოსპიტალი დასაწყისისთვის 500 კოვიდპაციენტზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პოლონეთის მთავრობის ცნობით, ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს მაქსიმუმ 1000 საწოლზე. პოლონეთში პარასკევს COVID19-ით 132 …
Continue reading “ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება”
ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა [ფოტო/ვიდეო]
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დავასრულეთ. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე.
ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც
ბათუმის მშენებარე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს მინდვრის საფარის დაგება დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ. „ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, ფეხბურთის მოედნისთვის გათვალისწინებული ბალახი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და საერთაშორისო დონის სტადიონებზე გამოიყენება. სადრენაჟე სისტემაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. სავეგეტაციო ფენის მოწყობასაც მალე დავასრულებთ და დავიწყებთ მინდვრის დაგებას“ – გვითხრა ჯაბა სურმანიძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორმა. ეს სახელმწიფო კომპანია …
Continue reading “ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც”
სოფელ ხელვაჩაურში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა
სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მინი საბეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 000 ლარს. ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიდგორი“. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.