დღეს, 19 მარტს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ სოფელში – შარაბიძეებში დაკავებულ 30 პირი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ ბრალდებულს, რომელიც საქართველოში არაა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქალ ბრალდებულს კი, მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა – 7 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი ბრალდებული გათავისუფლდება. ამ საქმეზე სულ 77 ბრალდებულია. სხვა დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო …
Tag Archives: სპეცოპერაცია
ოჯახმა სახლში იპოვა ტყვიის დეტალი – სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო
„გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე. 17 მარტს ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად 72 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ბრალდებულის დედა – თამარ მიქელაძე დაშავდა. ქალი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და იმავე დღეს გაწერეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები …
„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე
შსს ამბობს, რომ წუხელ, 17 მარტს ღამით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. „კიდევ 5 პირს კი ბრალი წარედგინა. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს“, – ამბობს გეკა გელაძე. „ქართული ოცნების“ შს მინისტრის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული …
ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე
დღეს, 27 თებერვალს, ამ წუთებში [15:50 სთ] ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს მაღლივი კორპუსის მე-18-ე სართულზე. საჯარო რეესტრის თანახმად, კერძო ბინების გარდა, ამ შენობაში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიას ფართობი იჯარითაც აქვს აღებული. პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა სუს-ში „ბათუმელების“ ზარებს არ პასუხობენ. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. …
Continue reading “ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე”
სპეცოპერაცია – რა ხდება შარაბიძეებში
დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შარაბიძეების დასახლებაში შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც [10:30] მიმდინარეობს: „კორპუსთან ძალოვნები დღეს დილით 7 საათისთვის გამოჩნდნენ. კორპუსის ეზოში ოცამდე ეკიპაჟი მივიდა. იყო ათამდე ნიღბიანიც.“ თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. „ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა …
ბათუმში შსს სპეცოპერაციას ატარებს – „ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი დავაკავეთ“
დღეს, 14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმში სპეცოპერაციას ატარებენ. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი. სპეცოპერაცია გრძელდება. შსს სპეცოპერაციას აჭარის რეგიონში ატარებს. ინფორმაცია განახლდება.
ბიზსნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს …
Continue reading “ბიზსნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში”
თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი
ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაიმართა. სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ ჩატარდა და გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების მუხლებით, თუმცა ადვოკატი დავით მოდებაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულებისთვის გამოძიებას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ წარუდგენია. …
შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში
სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთდროულად ჩაატარეს, პოლიცია აცხადებს, რომ ამოღებულია 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს. სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელის თქმით, „ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების …
Continue reading “შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში”
სპეცოპერაცია ბათუმში – შსს-ს განცხადებით ამოღებულია ნარკოტიკები
დღეს, 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „ამ დროისთვის დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ნარკოდანაშაულის თემას უკავშირდებოდა. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულების შესახებ და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.“ – გვითხრეს შსს-ში. სამინისტროსგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას აქვე მოგაწვდით. _____ შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში
სუს-ის სპეცოპერაცია ქობულეთში – დაკავებულია ორი პირი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ქობულეთში 11 მარტს, გვინა ღამით ჩატარდა. რუსთავი ორის ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩნდათ. “ორი პირის დაკავებას გიდასტურებთ, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ,” – უთხრეს “ბათუმელებს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად [დაახლოებით 20:00 საათი] 2 პირი დააკავეს. “გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დავაკავეთ ორი პირი. მათ ახლობლის ბინას შეაფარეს თავი… დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით,” – უთხრა ჟურნალისტებს კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სამსართულიან სახლში ორი ახალგაზრდა ბიჭი ახლახანს დააკავეს. ამ დრომდე შესასვლელი კარი …
Continue reading “სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს”
ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით ქალი და კაცი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში
ამ სპეცოპერაციას ბათუმის ცენტრში არაერთი თვითმხილველი ჰყავდა – ნიღბიანმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დღეს, 6 თებერვალს, ორი პირი დააკავეს. დაკავებული ქალი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კაცი – თურქეთის. რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდგომი ტაქსის მძღოლი, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა, ამბობს, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი იყო ქუჩაზე, მაგრამ პროცესი სანამ არ დასრულდა, ვერაფრით გაიგო, რა …
Continue reading “ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით ქალი და კაცი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში”
„ვიცეკვოთ ერთად“ – ბათუმში 15:00 საათზე ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ
დღეს, 12 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გაიმართება, სახელწოდებით “We Dance Together / We Fight Together”. აქცია თბილისში 11 მაისის ღამეს, ღამის კლუბებში პოლიციის რეიდს უკავშირდება, რომლის დროსაც 70-მდე ადამიანი დააკავეს. „დუმილის დარღვევის დროა, ეს ყველა ჩვენგანს ეხება, ეს შენ გეხება, შენს მომავალს ეხება. ნუ დაჯდები სახლში, გამოდი გარეთ. ეხლა თუ გავჩუმდებით, სულ გაგვაჩუმებენ. დავგმოთ ხელისუფლების …
Continue reading “„ვიცეკვოთ ერთად“ – ბათუმში 15:00 საათზე ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ”