„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

„თქვენს პირდაპირ დგას უმწეო, გაუბედურებული დედა, რომელიც დღე და ღამე ზის მარტოსული, ტირის, რომ შვილი დაიბრუნოს. მენატრება, რომ ვაჭამო, ვაბანაო, ჩავაცვა და ჩავეხუტო… დამიდექით გთხოვთ, გვერდში“, – ამბობს 44 წლის ნატალია გაგოშიძე. მას ბათუმში თითქმის ყველა იცნობს. „გულთო“ – ასე ეძახიან მას მეტსახელად. გვიყვება, რომ ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ ქუჩაში …

აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში …

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ. დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ …

მარტოხელა ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა – „კიდევ კარგი, უფასო სასადილო არსებობს“

„…სროლის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები,“ – აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეს იხსენებს ნაზიბროლა გუგუშვილი, ექთანი ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. მარტოხელა, დევნილი ქალი ვეტერანობისთვის თვეში 100 ლარს იღებს, ასევე აქვს სოციალური შემწეობა [50 ლარი] და პენსია [260 ლარი], თუმცა ხშირად წამლის ფულიც არ რჩება. …

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – რა სამუშაოს ასრულებს მერიაში დასაქმებული სოცდაუცველი

„ძირითადად ხელმძღვანელი რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ: უფრო ფოტოებს ვუღებ სკვერებს და მოედნებს, ხეებს, ტროტუარის ფილებს, რამე თუ იქნება დაზიანებული, ეს უნდა დავაფიქსირო. გავდივარ ძირითადად ქუჩებში, ესაა ჩემი საქმე,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები რუსუდან ტარიელაძე, ის სოციალურად დაუცველია და უკვე ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს. რუსუდან ტარიელაძე სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის …

ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის

ნონა სამ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს. სოციალური პრობლემების გარდა, ნონას მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ყოველთვიურად მინიმუმ 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება. ნონას, მეუღლის გარდა, ერთი შვილიც შშმ ჰყავს. ხუთსულიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნონას [მის ვინაობას არ ვასახელებთ] თქმით, უკვე მეათე დღეა თავის მეუღლეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვეღარ აძლევს. …

ბათუმის მერია კიდევ 150 ოჯახს შეშით მოამარაგებს

ზამთრის დაწყებამდე ბათუმის მერიას შეშის მოთხოვნით 225-მა ოჯახმა მიმართა. წინა წლების მსგავსად, ხეების გადაბელვის შედეგად დაგროვილი საშეშე მასალა მოსახლეობას უკვე დაურიგეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 75 ოჯახი მომარაგდა შეშით. რაც შეეხება დარჩენილ 150 ოჯახს, ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია შეშას აჭარის მუნიციპალიტეტების სატყეო სამსახურებიდან შეიძენს, მოსაკრებლისთვის 42 845  ათასი ლარია გამოყოფილი. ბათუმის მერია ტენდერის …

როგორ ისჯება მოქალაქე, როცა სახელმწიფო უწყება შეცდომას უშვებს

მოქალაქე ინეზა ბერიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს შეცდომის გამო ისჯება. რამდენიმე დღის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან წერილი მიუვიდა, სადაც წერია, რომ მისი ანგარიშები დაყადაღდება, თუკი სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხას დროულად არ გადაიხდის. ინეზა ბერიძეს ბანკის ქვითარი აქვს, რითაც დასტურდება, რომ სადავო თანხა გადახდილი აქვს. ინეზა ბერიძე ქედაში ცხოვრობს. მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სახელმწიფო მას ყოველ თვეში …

ბათუმის მერია წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფო გოგუას ოჯახს დაეხმარება

დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N70 – ში მცხოვრებ სოფო გოგუას  საცხოვრებელ  სახლში, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩავიდა, რის შედეგადაც  მისივე თქმით, გადაიწვა ტელევიზორი და დაზიანდა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. სოფო გოგუას ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ იანვრის თვეში ჰქონდა განცხადება შეტანილი, დაზიანებული სახურავის შეკეთების გამო, თუმცა მას მხოლოდ დღეს დაუკავშირდნენ და სახურავის შეკეთებას შეჰპირდნენ, …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

Exit mobile version