„კონტექსტიდან არის ამოვარდნილი“ – სოფო ხალვაში გავრცელებულ სქრინებზე

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული“ საზოგადოებისაგან. გუშინ, 23 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამართვაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ქაშიბაძემ ამის დამადასტურებლად მისი და სოფო ხალვაშის მიმოწერა გამოაქვეყნა. სოფო ხალვაშმა დღეს, 24 აგვისტოს, თავადაც …

ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს. “ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან …

მერიის მოწვევით ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს -კონცერტის ბიუჯეტი 35 ათასი ლარია 

27 იანვარს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კონცერტს მართავს, სადაც ნინო ქათამაძე და ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშიც იმღერებენ მუსიკალური ცენტრის კაპელასთან ერთად. კონცერტში ასევე მონაწილეობს სიმებიანი კვარტეტი და ჯგუფი THE QUINTESENCE-ს. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, კონცერტის ბიუჯეტი 35 732,50 ლარია. ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში კონცერტზე ჰონორარის გარეშე იმღერებს, ნინო ქათამაძეს კი ჰონორარს …

ბათუმის მერი სოფო ხალვაშის მოადგილედ დანიშვნაზე: რეკომენდაცია მმართველ პარტიას არ გაუწევია

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტებით, სოფო ხალვაშის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნაზე მისთვის რეკომენდაცია მმართველ პარტიას არ გაუწევია და გადაწყვეტილება თავად მიიღო. „სოფო ისეთი ადამიანია, რომ დარწმუნებული ვარ, მას ძალიან ბევრი კარგი რეკომენდატორი ეყოლება, თუმცა საბოლოოდ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. გუნდს ვაკომპლექტებ მე და სოფო ჩემი გადაწყვეტილებით არის დანიშნული,“ – განაცხადა ბათუმის მერმა. ლაშა კომახიძემ მესამე მოადგილის …

რას გეგმავს სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე

დღეს 27 ნოემბერს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მომღერალ სოფო ხალვაშს მეორე მოადგილის პოსტზე დანიშნავს. ეს თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. „ბათუმელებთან“ საუბარში სოფო ხალვაშმა განაცხადა, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან მიიღო. მისი განცხადებით, მას შემოთავაზება ლაშა კომახიძისგან უფრო ადრეც ჰქონდა. „ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი“- გვეუბნება ის. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ …

საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი ბათუმში[ანონსი]

დღეს, 4 დეკემბერს, 16 საათზე, აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში [ბონის კულტურის სახლი] მაიაკოვსკის ქ. 55გ, გაიმართება საქველმოქმედო, საბავშვო კონცერტი „ერთმანეთისთვის“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი სოფო ხალვაში და სტუდია „ბასტი ბუბუ“, ანსამბლები „გაზაფხული“ და „ზღვის შვილები“, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ბენდი „ხარება“ და 26-ე საშუალო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბავშვები. ორგანიზატორთა განცხადებით,  „კონცერტზე …

Exit mobile version