100% სახელმწიფო გრანტი ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – გამოცდების შედეგები

დღეს, 31 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. „მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ, არ დაკარგონ …

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა მათემატიკასა და ქართულში – ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს. გორგოძის თქმით, 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი – მათემატიკაში. „ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას“, – ამბობს გორგოძე. მისი განცხადებით, აბიტურიენტებს საპრეტენზიო …

მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი ცალკე მოათავსეს, 2 იმავე მიზეზით არ დაუშვეს გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან სამი აბიტურიენტი მოხსნეს. ორი დაგვიანების გამო, ერთს კი ტელეფონი აღმოაჩნდა. „გამოცდის ბოლოს დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა“, – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი განთავსდა ცალკე გამოყოფილ სივრცეში, თუმცა ორი აბიტურიენტი, იმავე მიზეზით, არ დაუშვეს გამოცდაზე. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, „არ დაიშვა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების …

გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდების დღეს აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, მას მაინც დაუშვებენ გამოცდაზე. „ჩვენ მოწყობილი გვაქვს ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები აღენიშნება აბიტურიენტს და გვექნება სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც აქვს ტემპერატურა, მაგრამ შეგვიძლია დაშვება, რადგან ბევრი შემთხვევაა გაწერილი და ჩვენ შეგვიძლია ბევრი აბიტურიენტი …

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე „ბათუმელებთან“ შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა „როგორც ჩანს,  ამ მოთხოვნების შესაბამისად ვერ ვასწავლით“. კვლევის მიხედვით, 15 წლის მოსწავლეების შეფასება კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუარესებულია ბოლო სამ წელიწადში. თუმცა გორგოძე ამბობს, რომ დაბალი შედეგების მიუხედავად, მათემატიკის …

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 …

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს, 24 ივლისს, ბათუმში, „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ, რადგან სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. გორგოძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება. „თავიდან ითქვა, რომ გამსვლელ …

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო. სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. ვადის ამოწურვის შემდეგ …

Exit mobile version