შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

დაბა შუახევში არსებული საჯარო სკოლა-პანსიონი შესაძლოა დაიხუროს. პანსიონით შუახევის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 10 ბავშვი სარგებლობდა პანდემიამდე, თუმცა საჯარო სივრცეებში სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, პანსიონი ამ ბავშვებისთვის აღარ გახსნილა. „გაუქმებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და პარლამენტსაც აქვს მიღებული დადგენილება, რომ პანსიონური ტიპის სწავლება აღარ უნდა იყოს და ნელ-ნელა …

ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენციის გარეშე 6 დაწესებულება მუშაობდა, „ორს დროებით ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია შეწყვეტილი, ხოლო ოთხ დაწესებულებაში  არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება“, – გვწერს სამინისტრო. „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვა დაზუსტება, თუ რამდენი ბავშვთა პანსიონი არსებობს ქვეყანაში, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ ციფრს არ გვაწვდის. რაც შეეხება ნინოწმინდის …

რა საკვები პროდუქტები დაურიგეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აჭარაში

აჭარაში ოთხი სკოლა-პანსიონი არსებობს, სადაც ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მოსწავლეები კი, რომლებიც ამ პანსიონებში ცხოვრობდნენ, თავიანთ ოჯახებში იმყოფებიან. „ბათუმელებმა“ ჰკითხა აჭარის განათლების სამინისტროს, ხომ არ აპირებდნენ პანსიონის მოსწავლეებისთვის სასურსათო კალათის სახლში გაგზავნას, რადგანაც სწავლა შეწყდა. თავდაპირველად სამინისტროში გვითხრეს, რომ სკოლა-პანსიონებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სწავლობენ და ეს ოჯახები ისედაც იღებენ სახელმწიფო შემწეობას, …

კრიტიკული შეუსაბამობის გამო 45 კვების ობიექტი დაჯარიმებულია – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება კაფე-ბარების და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელა 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება. „გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო …

მინისტრი: შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება

სკოლა-პანსიონების დახურვასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა განცხადება დღეს, 2 ოქტომბერს, გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფლების: ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება და „ისინი მოექცევიან სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს,“- ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში …

Exit mobile version