მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, ინდუსტრია ცდილობს პროგრესს საფრთხე შეუქმნას – ჯანმო

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობისა, რომ პროგრესს საფრთხე შეუქმნას – იუწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა სავარაუდო რაოდენობა 842 000 ადამიანია [729 000 – კაცი, 113 000 ქალი]; 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, …

ბავშვთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

2022 წლის იანვრიდან, მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება, სიგარეტის მოწევა აკრძალულია. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა უკვე აკრძალულია „ავტოსატრანსპორტო საშუალებაში [ავტომობილში] მასში არასრულწლოვანის ყოფნისას“. თამბაქოს მოწევა 2022 წლის იანვრიდან აკრძალულია ტქსშიც: [red_box]პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა[/red_box] შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, ტერმინი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი – შემდეგნაირად განისაზღვრა: „ნებისმიერი …

იკრძალება ბავშვის თანდასწრებით მსუბუქ მანქანაში მოწევა? – რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში

მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება; მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში; საღეჭი თამბაქოს აკრძალვა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს კანომდებლობაში ამ დრომდე ასახული არ არის. 2021 წლის 22 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“ დამტკიცდა. „2021-2025 წლის სტრატეგია მიზნად …

ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული. „ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა …

Exit mobile version