„ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ მინდოდა წასვლა ქვეყნიდან, მაგრამ ფეხს ვითრევდი. არ წასვლის მიზეზი იყო ოჯახი – მათ ვჭირდებოდი. მშობლები ასაკში არიან, ცალკე ჩემს დას ვეხმარებოდი – ბავშვები ჰყავს დატოვებული, თავად საზღვარგარეთაა. 39 წლის ვარ და მთელი ეს წლები საკუთარი თავისთვის არ მეცალა. მთელ ენერგიას ვხარჯავდი ოჯახზე. სამწუხაროდ, არავის სჭირდება თურმე შენი შრომა. ერთხელ რომ …
Tag Archives: სექსუალური უმცირესობა
ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გაუშვა შვილი აშშ-ში, ლგბტ თემაზე კი ისევ სიძულვილით ისაუბრა
დღეს, 2 მარტს, ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული ნარატივი ლგბტქ თემაზე და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მორიგი რუსული კანონით „ქართული ოცნება“ მომავალი თაობის დაცვას აპირებს. „ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა აი, ამ მავნებელი ანტიეროვნული, …
მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში
„19 წლის გავთხოვდი, ქმარი სვამდა და მცემდა… მუდამ შარზე იყო, რამდენჯერ გავუგდივარ ღამით თოვლსა და წვიმაში გარეთ, მერე ჩუმად ვიპარებოდი ბავშვებთან; მშობლებთან დაბრუნებულს მითხრეს, უნდა მოითმინოო. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე… გამიჭირდა გაჩერება, წასასვლელი კი არსად მქონდა… ნაცნობმა გოგომ, თურქეთში, ეს სამუშაო შემომთავაზა“, – ჰყვება ირინა ბათუმიდან, ის ახლა 46 წლისაა და 15 წელია …
Continue reading “მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში”
„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან
„საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას ვთხოვთ მერამდენე თვეა ბათუმში მომუშავე კლინიკების ექიმებს. თითქმის ყველა კლინიკაში დავრეკეთ, ან მივწერეთ. „მაგნაირებთან არ მაქვს ურთიერთობაო” გვეუბნებიან,“ – ამ განცხადებას „ფეისბუქში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, მარიამ ქაჯაია ავრცელებს. მარიამ ქაჯაიას თქმით, სექსუალურ უმცირესობებთან კონსულტაციაზე უარი ბათუმში მომუიშავე ექიმებმა თქვეს. საუბარია საინფორმაციო ხასიათის ერთჯერად შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაცია ექიმს მცირედ ჰონორარსაც გადაუხდის. …
Continue reading “„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან”
მინისტრის ბრძანება, გეი კაცებისთვის დონორობის აკრძალვაზე, საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს
ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოქალაქეები გოჩა გაბოიძე და ლევან ბერიანიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან [მსმ] სისხლის დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა სარჩელს არსებითად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები …
მჯერა საწოლს არ მივეჯაჭვები – ტრანსგენდერი გოგო საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს
„ბაბუ, დაგვტოვე მარტო და დახურე კარი,“ – თქვა მან და როცა კარის ჭრიალი შეწყდა, გვითხრა, რომ ძალიან დაიღალა. „არა, ბაბუა დაიღალა უფრო ჩემი მოვლით“, – განაგრძო და ბალიშს მიეყრდნო. 24 წლის ლიკა [სახელი შეცვლილია] ბათუმის შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. მისი მკურნალობა სრულად ფინანსდება, მაგრამ ლიკა ამბობს, რომ სპეციალური კვება, ჰიგიენური ნივთები, დამატებით …
Continue reading “მჯერა საწოლს არ მივეჯაჭვები – ტრანსგენდერი გოგო საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს”
გოგო, რომელსაც სახლი დაატოვებინეს: თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია
სამჯერ გადაატრიალა შემოსასვლელ კარში გასაღები, მერე სახელურს მოქაჩა და გადაამოწმა, ხომ ნამდვილად ჩავკეტეო და ღიმილიანი სახით მოკალათდა სავარძელში. ნანა 22 წლის ქალია და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. ნანას ვეუბნები, რომ განსაკუთრებით მისი ოჯახთან, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობა მაინტერესებს. მითხრა, რომ ეს ურთიერთობები წარსულში დარჩა. ნანას წარსულზე საუბარი უჭირს. ინტერვიუს დროს ხშირად გადმოდის წარსულიდან დღევანდელობაში. …
Continue reading “გოგო, რომელსაც სახლი დაატოვებინეს: თითქოს აღარ ვარსებობ, არც მიარსებია”
ტრანსგენდერი გოგოს ტრაგედია – მამა სახლიდან გაიქცა, დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს
ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. 19 წლის ბექა [სახელი შეცვლილია] ტრანსგენდერი ქალია. ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ღიად თქვა და პირდაპირ თურქეთში წავიდა. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ მამა სახლიდან გაიქცა, დედა – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. „მებაჟეები გაფრთხილებული არიან, რომ საბაჟოზე არ შემოუშვან. ეს უნდა იცოდეს მან,“ – ეს ქობულეთში მცხოვრებმა გვითხრა, რომელიც ბექას ოჯახის …
Continue reading “ტრანსგენდერი გოგოს ტრაგედია – მამა სახლიდან გაიქცა, დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს”
ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ
ტრანსგენდერი ქალი ეკატერინე გოცაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე პოლიციელმა ხელი დაარტყა, რამდენიმე დღის წინ კი, მეგობარი მამაკაცის ცოლი სახლში შეუვარდა და სცემა. „გუშინ ჰელოუინზე ვიყავი კლუბში, რუსთაველის ქუჩაზე. სასმელმა ცუდად გამხადა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა ლანძღვა დამიწყო, ფუ, ეს პიდარასტიო და რაღაცას იძახდა, უარესაც გავხდი. იმ ექიმს შევაფურთხე, ექიმი ხარ, არ გრცხვენია-მეთქი? იმან …
Continue reading “ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ”
სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება
ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა. ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ. ტრენინგი დღის 4 …
Continue reading “სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება”
მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა
“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი …
Continue reading “მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა”
ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს
გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …