სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს. იგეგმება 20 ერთეული სამედიცინო დანიშნულების [სასწრაფო სამედიცინო დახმარების] ავტომანქანისა და 25 ერთეული ე.წ. „რეანომობილის“ შესყიდვა. …
Continue reading “მთავრობა სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანას და 25 რეანომობილს იყიდის”