1 ლარად და პირობით – სანაპიროზე, ბლექ სი არენასთან, 2.4 ჰექტარ მიწას აუქციონზე ყიდიან

ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა …

ბათუმში 2 ნაკვეთი აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა. საქართელოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით აუქციონზე გამოტანილი 100-ზე მეტი ობიექტიდან 26 გაიყიდა. აქედან 2 მიწის ნაკვეთი ბათუმში. ამ თემაზე: აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია ეს ნაკვეთები აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა:  [checklist] 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელში], ავგიას ქუჩა …

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია

100-მდე ობიექტს შორის, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გაყიდის, 2 მიწის ნაკვეთია, რომლებიც ბათუმში მდებარეობს. 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N 64ა-ში მდებარეობს. ის 780 ათას ლარად უპირობოდ იყიდება. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 2 000 ლარია. ამ თემაზე: სახელმწიფო ბათუმში …

სარფში 1კვ/მ მიწას ზღვის ხედით სახელმწიფო აუქციონზე 35 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფში მდებარე 1819 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის. ბიჯი 1 000 ლარია. ანუ, 1კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 35 ლარი და 70 თეთრია. მიწის ნაკვეთი სარფში პირობების გარეშე იყიდება. აუქციონის დოკუმენტების მიხედვით, ნაკვეთი შემაღლებულ ადგილზეა, საიდანაც კარგად მოჩანს ზღვა და კვარიათი-გონიოს დასახლება. …

კერძო პირებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები სახელმწიფო უწყებებმა დაიტოვეს 

2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, სავაჭრო ობიექტების მეშვეობით, 537 416 ლარის სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება გაყიდა. სააგენტომ სხვადასხვა უწყებას ასევე უსასყიდლოდ გადასცა ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ქონება, რომელთა საერთო ღირებულება  2 750 846 ლარი იყო. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, ეს არის უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სს კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და ადმინისტრაციული კოდექსით …

Exit mobile version