დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორების [CGM] მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ კომპლექტი უკვე შეიძინა და ის ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა. მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ბათუმში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფისი …

„აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება იწყება – სახელმწიფო გრანტები მცირე ბიზნესისთვის

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების [ბიზნესიდეების] მიღება 2022 წლის 21 მარტიდან დაიწყება და ამავე წლის 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. „აწარმოე საქართველოში“ განცხადებით: „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე …

აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.  კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …

10 ჰექტარამდე სახნავ მიწას სახელმწიფო მოიჯარეს მიჰყიდის – ახალი პროგრამა

მოიჯარეებს, რომლებსაც 10 ჰექტარამდე სახნავი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული, მათივე განცხადების საფუძველზე, ამ ნაკვეთებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცემენ. სახნავი მიწის საბაზრო ფასს დამოუკიდებელი აუდიტორი/ექსპერტი დაადგენს. მოიჯარემ საპრივატიზებო თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 24 ივლისიდან ამოქმედდა და მას სახელმწიფო ქონების ეროვნული …

კომისიამ ეკომიგრანტი ოჯახების პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილა

დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა. ხდომაზე განიხილეს ხულოს, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების შუამდგმლობა  – 25 ეკომიგრანტი ოჯახის სამინისტროს პროგრამაში ჩართვის მიზნით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომის შედეგად 24 ოჯახს გაეგზავნება შეთავაზება მოიძიონ შესასყიდად სასურველი საცხოვრებელი ფართები, ხოლო ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ეთხოვა მუნიციპალიტეტს. …

25 ათასი ლარი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესაძენად

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. 2016 წლისთვის  პროგრამა ითვალისწინებს: ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა. მოსარგებლეები ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. დაფინანსების ფორმა საცხოვრებელი ფართობის ღირებულების ანაზღაურდება …

Exit mobile version