ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „გაჩერებული იყო პარკინგზე. მანქანაში არავინ იჯდა. უცებ აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა თხევად გაზზე მუშაობდა. ცეცხლი მალე ჩააქრეს“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა. ადგილზე იმყოფება სახანძრო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.  

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე სახანძროს შენობას ბზარები გაუჩნდა – რას ამბობენ სააგენტოში

ბათუმში, 26 მაისისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობას, სადაც სახანძრო სამსახურია განთავსებული, ბზარები აქვს. შენობის ფასადზე ბზარი შენობის სახურავიდან იწყება და შენობის პირველ სართულამდე აღწევს, შენობის თაღში კი რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი შენობის გასამაგრებლად. XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახანძროს გვერდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა საძირკველიც ძეგლი სტატუსის …

რა გახდა ბათუმში 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი

გუშინ, 12 თებერვალს, ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი გამოძახებაზე იმყოფებოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი სახანძრო კიბიდან გადმოვარდნა გახდა. „მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც  გუშინ გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. „ბათუმელებს“ სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი …

დაშავდნენ მოზარდები – მახინჯაურში ავარიის შედეგად ავტომანქანა დაიწვა

დღეს, პირველ სექტემბერს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ბათუმში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მოზარდებს სავარაუდოდ, საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. „ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები“-გვეუბნებიან კლინიკაში. ფოტო: შემთხვევის ადგილიდან

რატომ ამოდის ბათუმის „შერატონიდან“ შავი კვამლი

ბათუმის სასტუმრო „შერატონიდან“ შავი კვამლი ამოდის. სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არ არის ხანძარი. „გაზი რომ არ არის, დიზელზე მუშაობენ. გენერატორის კვამლია“, – ასე ახსნეს შესამჩნევი კვამლი, რომელიც სასტუმროს კოშკიდან ამოდის. ბათუმს დღეიდან სავარაუდოდ 2 დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ცრუ განგაში ხანძარზე სასტუმრო „ადმირალში“- სტუმარმა ჩილიმი მოწია

დღეს, 18 ივლისს, დილით, ბათუმში, სასტუმრო „ადმირალში“ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, განგაში ცრუ აღმოჩნდა, სასტუმროში ერთ-ერთმა სტუმარმა ჩილიმი მოწია, რის გამოც კვამლის დეტექტორი ჩაირთო. სასტუმროში მოწევა აკრძალულია. ადგილზე სამი სახანძრო მანქანა იმყოფებოდა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანას დატუმბვის დროს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, „სოკარის“ გაზგასამართ სადგურზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას გაზით დატუმბვის დროს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა და ერთი საბურავი დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო ჯგუფიც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 187-ე მუხლით.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ავტომანქანები გადასცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო ავტიომანქანა გადასცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. „უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც“.

ბათუმში, მრავალბინიან სახლში, ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, მრავალბინიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზიებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. სამაშველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია“. ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.      

ბათუმში წყლის გამაცხელებელს ცეცხლი გაუჩნდა

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში გამოძახება ჰქონდათ ერთ-ერთი კერძო სახლიდან, სადაც წყლის გამაცხელებელს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სახანძროში გვეუბნებიან, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადაეცათ. ახალი მანქანები 13 რეგიონის ავტოპარკს შეავსებს. ახალი სახანძრო მანქანა აჭარაში ჯერჯერობით მხოლოდ ხულოს გადაეცა. დანარჩენი 12 მანქანა გადაეცა აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიასა და ჩოხატაურს. უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, სწორედ …

„ბათუმი მოლში“ სახანძრო გამოიძახეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“, რამდენიმე წუთის წინ სახანძრო გამოიძახეს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე არსებულ სატრანსფორმატოროში იყო დაზიანება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო, თუმცა ცეცხლი არ გაჩენილა. ამ ადგილზე სახანძრო დაახლოებით ორი თვის წინაც გამოიძახეს – მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, „ბათუმი მოლთან“ მდებარე „ტექნობუმის“ მაღაზია დაიწვა.

მე-10 სართულზე დაკვამლიანების გამო კობალაძის ქუჩაზე სახანძრო გამოიძახეს

რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 02 საათზე, ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მდებარე მაღლივ კორპუსებთან სახანძრო სამსახურისა და პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო მობილიზებული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მიიღეს შეტყობინება, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი გამოდიოდა: „ადგილზე, ხანძარი როგორც ასეთი, არ დაგვხვდა, იყო დაკვამლიანება შენობის მეათე სართულის ერთ-ერთ აივანზე, რომლის ლოკალიზებაც მოხდა.“ მეხანძრეების თქმით, აივანზე მდებარე ბალიშს, სავარაუდოდ, სიგარეტის  ნამწვი დაეცა, …

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის ხანძრებისთვის 20 ახალი მანქანა შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა. ASTRA-ს ფირმის მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და მათი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა. ASTRA იტალიური კომპანიაა, რომელიც სატვირთო და მძიმე სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს. პირველ ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანა გადმოკვეთს.

სახანძრო სამსახური ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯადო მედიცინის ცენტრში დღეს, 27 ივლისს, დილით, სახანძრო სამსახური გამოიძახეს. როგორც „ბათუმელებს“ მეხანძრეებმა უთხრეს, შენობაში არაფერი არ დამწვარა და შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა.  

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსზე არსებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ სახანძრო სამსახურშიც. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათი ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს. „მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების …

მამაკაცი, ვის სახლსაც ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა

ხულოში, სოფელ დიოკნისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გაჩენის შემდეგ სახლში მცხოვრები დაახლოებით 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მამაკაცი ეზოში გამოიყვანეს და იგი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მხოლოდ სახლის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი …

ქობულეთში სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა

დღეს, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა გარემონტდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს. ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.   დღეს მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ სიმაღლიდან „დაზარალებულის“ სპეციალური საკაცით ჩამოყვანისა …

შსს სახანძრო მანქანებში 50 მილიონ ლარს გადაიხდის

არაუმეტეს 50 მილიონი ლარის ღირებულების სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრავალწლიან (2016-2017 წ.წ) შესყიდვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ელექტრონული ტენდერით განახორციელებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საჭირო თანხის მობილიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა (2016 წელს არაუმეტეს − 30 მილიონი და 2017 წელს − 20 მილიონი ლარის). ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2015 წლის 25 …

Exit mobile version