ევროპაბეთის მხარდაჭერა ქართულ სპორტს – პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე

პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს ის სამი ძირითადი პრინციპია, რომელსაც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის ფილოსოფია  ეფუძნება. „ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს.  კომპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე მსგავსი კულტურის დანერგვაა. 20 ივლისს ევროპაბეთმა 6 თვის …

რატომ დატოვა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბი „ნონა“

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი აღარ არის. ბაციაშვილმა, რომელიც საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრია, ტიტულოვანი სპორტსმენი და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს [ეს ტიტული საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოჭადრაკე ქალს აქვს: ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს და ნინო ბაციაშვილს] „ნონა“ 2020 წლის დასაწყისში დატოვა, მას შემდეგ, როცა მას კლუბმა …

ნინო ბაციაშვილი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას მიიღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრმა, ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, მას ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ოფიციალურად „ფიდეს“ უახლოეს კონგრესზე მიენიჭება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, გიბლარტარში ნინომ მერვე ტურში უნგრელი ვაჟი საერთაშორისო დიდოსტატი გაბორ პაპი დაამარცხა, მანამდე კი ორ ვაჟ დიდოსტატს სძლია: გრიგორი …

ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

„ახლახან ჩამოვედი ტურნირიდან, რამდენიმე გადასხდომა დაგვჭირდა ფრენისას, ძალიან რთული გზა იყო“, – მითხრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა, როცა ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე. გზა, აეროპორტებში გატარებული საათები და რეისების ლოდინი ცხოვრების ნაწილია მოჭადრაკისათვის, რომელიც წელიწადში ათამდე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ეს შემოდგომა ნინოსთვის დაძაბული და წარმატებული იყო. ნოემბერში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელშიც იგი უკვე ხუთი წელია თამაშობს, კუნძულ …

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ 11 მატჩქულით (17,5 პარტიებში აღებული ქულა) ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ანტალიაში ოქრო მოიპოვა. „ნონას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ეს ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მესამე გამარჯვებაა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. „ნონა“ 2014-2015 წლებშიც ევროპის ჩემპიონი იყო. ჩემპიონატი კლუბებს შორის თურქეთში, ანტალიაში მიმდინარეობდა 7-15 ოქტომბერს. ევროპის …

„ნონა“ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში მოჭადრაკეები ვარჯიშობენ. ამ მისამართზე მდებარეობს ბათუმის საჭადაკრო კლუბი „ნონა“, ევროპის ორგზის ჩემპიონი. აქ, კლუბის ხელმძღვანელების თქმით, 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ჭადრაკის თამაშს. სექტემბრის ბოლოს საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სერბეთში გაიმართება 5-13 ნოემბერს. ზედიზედ ორი წელია „ნონა“ ამ …

ბათუმში სწრაფ ჭადრაკში ვეტერანთა ტურნირი გაიმართება

18-19 აპრილს ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვეტერანთა ტურნირი გაიმართება სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი, რომელშიც 60 წლის და მეტი ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები მიიღებენ მონაწილეობას, საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ ჩატარდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართება. მონაწილეთა სრული სია კი ცნობილი იქნება 18 აპრილს. 17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს, გურამ …

Exit mobile version