ელექტროსისტემა: შუქის ჩართვა ხორციელდება რეზერვისა და იმპორტის ხარჯზე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. “ელექტროსისტემის” განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვისა და იმპორტის ხარჯზე.  

კოკოტაურში მაღალი ძაბვის გადამცემ ანძასთან ტერიტორიას იკვლევენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში, ტერიტორიაზე, სადაც მაღალი ძაბვის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ანძა მდებარეობს, გეოლოგები მუშაობენ და ანძის მიმდებარე ტერიტორიას სწავლობენ.  საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, გიორგი შარკოვის ინფორმაციით, გეოლოგიური შესწავლის საჭიროება მიწაზე გაჩენილმა ბზარებმა გამოიწვია: „ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის ჩატარების ვალდებულება ჩვენს კონტრაქტორ მშენებელ კომპანიას აქვს, რომელმაც ქსელი ააშენა და ანძების განთავსებამდე ტერიტორია გეოლოგიურად შეისწავლა. …

ზურაბ პატარაძე საქართველოს ელექტროსისტემის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურ „ბათუმი-220“-ზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ამარაგებს. 2017 წელს, ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს …

მთავრობამ ამჯერად „წითელი ნუსხის“ 741 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ამჯერად მთავრობამ 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ …

ექსპროპრიაცია ბათუმში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო 

220 კვ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმი“ – მშენებლობის გამო ბათუმში ექსპროპრიაციას კიდევ 2 ოჯახის საკუთრება დაექვემდებარა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებაში აღნიშნულია: „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის …

ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ

ბათუმში, ტაოს ქუჩაზე, მოსახლეობა „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. ტაოს ქუჩაზე მცხოვრები რომან ზაქარაძის თქმით, მათი პროტესტის მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელსაც მათ საკუთრებაზე, მათთან შეთანხმების გარეშე გაჰყავს ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხელვაჩაურის პოლიცია. „მოსული არიან ქსელებიდან და ძალით გაყავთ. თანხაზე მოლაპარაკება არ არის, იხდიან ძალიან ცოტას და პოლიციის ძალით …

სოფელ ვაიოში მცხოვრები: ელექტროსისტემა ჩემი საკუთრების უკანონოდ გამოყენებას ცდილობს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ კომპანია ელექტროსისტემა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებას უკანონოდ ცდილობს. „როცა სოფელში ელექტროგადამცემი ხაზის დამპროექტებელი ჩამოვიდა, ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ანძა ჩემს ნაკვეთში განთავსებულიყო.  მითხრეს, აგაცილეთ და თქვენთან შეხება არ გვექნებაო. ანძა მეზობლის ნაკვეთში ჩასვეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაკვეთში უნდა გავიდეს ელექტროგადამცემი ხაზი, რეალურად დაფარვის ზონაში აღმოვჩნდი …

„ელექტროსისტემა“ ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამჯერად ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: კაკლის ხე (Juglans regia L) – 3 ინდივიდი; ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 60 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus …

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭო თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს,  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 971 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულხან ზუმბურიძეს, შემოსავლების სახით, მთლიანობაში, 817 359 ლარი აქვს მიღებული [სხვა წლების ქონებრივი დეკლარაციები არ იძებნება]. ზუმბურიძე მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს. სწორედ სულხან ზუმბურიძის მმართველობის …

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

მცენარეების რაოდენობამ, რომლებიც „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში უნდა მოიჭრას, 3232-ს მიაღწია. აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის მცენარეები: კოლხური მუხა – 1873 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 1149 ძირი; კაკლის ხე – 190 …

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც …

Exit mobile version