ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციები და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად. დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათია მამრიკიშვილმა, მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები დაპერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი. „SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ …

ხმოვანი აღმოჩნდა პისტოლეტი, რომლითაც ბანკის დაყაჩაღება სცადეს – რას ამბობს ბრალდებული

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა ბათუმში ბანკის დაყაჩაღებას ედავება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 ივნისს გაიმართა. საუბარია 10 ივნისს მომხდარ ამბავზე – როცა ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელი შევიდა. ის სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა …

სამსახურში აღდგენა და 30 ათასი ლარი კომპენსაცია 4 შვილის დედას – სასამართლო გადაწყვეტილება

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ცნეს „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დაევალა, მოსარჩელე მოლარე-ოპერატორი დააბრუნოს სამსახურში და მისცეს კომპენსაცია. „საქართველოს ბანკს“ დაეკისრა ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების …

ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასაციის მანქანა, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა

„ქობულეთში დაყაჩაღებული მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ბანკში. კადრებში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, ჩანს საქართველოს ბანკის ფილიალი, რომელიც შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 55 ათასი ევრო. თუმცა ამ თანხის ოდენობა სხვა არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს. შს …

ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს – „დონას“ კლასტერი

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ცნობით, ორივე თანამშრომელი იმყოფებოდა ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“. ინფიცირებულები „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის, „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან. „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდ-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან …

აქვს თუ არა უფლება გამყიდველს, უარი გითხრათ ბარათით გადახდაზე

არაერთ მარკეტში, სადაც განთავსებულია პოს-ტერმინალები და გადახდა ელექტრონული ბარათებითაა შესაძლებელი, მომხმარებელს ამ ფორმით მომსახურებაზე, დაბალი თანხის შემთხვევაში, უარს ეუბნებიან. ამ შემთხვევაში თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას ითხოვენ. ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბარათით ვერ გადაიხდით, სხვადასხვა მარკეტში სხვადასხვაა და 1-დან 5 ლარამდე მერყეობს. ანუ ამ მარკეტებში ბარათით გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ შესაძენ პროდუქტში ან 1 ან …

მოქალაქე: მამაჩემის სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მაინც მემკვიდრეებს გვთხოვს

„იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით სადაზღვევო კომპანიის და ბანკის პოზიციას,“ – ამ ფრაზით სრულდება „საქართველოს ბანკის“ წერილი, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ზვიად ბერიძემ 27 აგვისტოს მიიღო. ზვიად ბერიძის მამა 7 ივლისს გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მემკვიდრეებს სთხოვს. მოქალაქე ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. „დაკრძალვამდე შევატყობინე ბანკს, რომ მამა გარდაიცვალა,“ – …

“საქართველოს ბანკთან” დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ოფისთან დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. ამ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება სხეულზე სამ ადგილას აღენიშნებოდა.

Exit mobile version