რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს. “ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა. “ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ …

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდის” საქვაბე ოთახში ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია…” – ეს ფრაზა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა საბრალდებო დასკვნიდან ამოიკითხა. „ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს, 29 მაისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არსებითი განხილვა დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც …

„ლეოგრანდი“ სახელს იცვლის – სასტუმროში რემონტია

„ველმონდი“ – ამ სახელწოდებით განაახლებს სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას. გასული წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შემდეგ სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს. როგორც სასტუმროს იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამ დროისთვის სასტუმროს პირველ ფლიგელში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. „ამ დროისთვის მხოლოდ წინა ფლიგელებში მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს, იმ ნაწილში, რომელსაც ხანძარი არ შეხებია. ძირითადად ტექნიკური პერსონალი მუშაობს ამ ეტაპზე, ხოლო …

300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე 

„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო, ან რატომ ვერ შეცვალა აქამდე ხელისუფლებამ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ – ამ კუთხით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 300 ლარია. გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის სხვა პირების მსგავსად, საზოგადოებას …

არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები? „დაცულია უსაფრთხოება,“ – გვითხრეს სასტუმრო „რედისონის“ მისაღებში. აქ უარი გვითხრეს უსაფრთხოების მენეჯერთან გასაუბრებაზე. „უსაფრთხოების მენეჯერმა იცის კონკრეტულად, რა და როგორ არის. მის …

Exit mobile version