რა ღირს ბათუმში დასვენება? ჰოსტელებისა და სასტუმროების ფასები

ყველაზე მეტად პანდემია ბათუმში ჰოსტელების ფასს დაეტყო – ზოგიერთ ჰოსტელში ღამის გათევა 15 ლარადაც კი შეიძლება. ჰოსტელების მფლობელები არ გამორიცხავენ, რომ შუა ზაფხულშიც ჰოსტელებში, რომლებიც პანდემიას  გადაურჩნენ, იგივე ფასი შეინარჩუნონ. ჰოსტელების ერთი ნაწილი კი, საერთოდ დაიხურა. ფასების დაახლოებით 10-20 პროცენტით შემცირებაზე საუბრობენ სასტუმროებშიც, თუმცა ამ სეგმენტში ელიან, რომ ზაფხულამდე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და ფასების ძველ …

აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა

18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია. ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ …

მცირე სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო გადაუხდის

4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროებს, რომლებსაც აქვთ ბანკის სესხი და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა პროცენტი გადაიხადონ, სახელმწიფო დაუფინანსებს სესხზე დარიცხული პროცენტის 80 პროცენტს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტს – უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში. მეწარმემ, რომელსაც მცირე, საშუალო ან საოჯახო ტიპის სასტუმრო …

სასტუმრო „რადისონი“ ბათუმში მუშაობას აჩერებს

სასტუმრო „რადისონი“ ბათუმში მუშაობას დროებით აჩერებს. სასტუმროს მისაღებში გვითხრეს, რომ ჯავშნებს უკვე რამდენიმე დღეა აღარ იღებენ, ხოლო როდის შეაჩერებს სასტუმრო მუშაობას, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ვაჩერებთ მუშაობას, ზუსტად რომელ რიცხვში, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჯავშნებს უკვე აღარ ვიღებთ,“ – აღნიშნეს „რადისონის“ მისაღებში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რადისონი“ 23 მარტიდან აჩერებს მუშაობას. „ბათუმელები“ სხვა სასტუმროებსაც დაუკავშირდა …

ბათუმში ტურისტული ობიექტების პერსონალს სახანძრო უსაფრთხოებაზე გადაამზადებენ

სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს გეგმავს. ტრენინგებზე სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ტექნიკური მენეჯერები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან. ტრენინგების დროს ისინი მიიღებენ ინფორმაციას სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეგულაციების შესახებ. „პირველ ეტაპზე ჩვენ 80 სასტუმროდან სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ მოქალაქეს გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის …

არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები? „დაცულია უსაფრთხოება,“ – გვითხრეს სასტუმრო „რედისონის“ მისაღებში. აქ უარი გვითხრეს უსაფრთხოების მენეჯერთან გასაუბრებაზე. „უსაფრთხოების მენეჯერმა იცის კონკრეტულად, რა და როგორ არის. მის …

სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე

ხელისუფლების საჯარო დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში, სადაც საწოლების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არავინ აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ საჯარო დაპირებები გასული წლის მაისში გასცა, როცა ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, კანონი აუცილებლად გამკაცრდება“. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობდნენ სხვა დეპუტატებიც, თუმცა ერთი …

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულისთვის ბათუმში ბრენდული სასტუმროები დაჯავშნილია

სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, წელს ბათუმში ყველაზე მეტი დამსვენებელი შვიდ ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ბათუმში ცნობილი ამერიკული ბენდის – Maroon 5 -ის კონცერტია დაგეგმილი. საკურორტო სეზონისთვის ნომრები სხვა დღეებისთვისაც უკვე დაჯავშნილია. რომელი ქვეყნიდანაა უფრო მეტი დაკვეთა – ამ ინფორმაციას სასტუმროები ასაიდუმლოებენ. ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამაზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ. სასტუმრო „გალოგრეს“ მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს …

Exit mobile version