პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

„წამლებს ვეღარ ვყიდულობდით და ამიტომ ავიღე საპენსიო სესხი. ჩემი ქმარი დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, ბოლო წლებია უსინათლოც გახდა… გვერდები სულ დალურჯებული აქვს, ყველაფერს ეჯახება… არც მე ვარ ჯანმრთელი,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ლეილა ღაღაიშვილი. ამ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სოციალური შემწეობაც კი არ აქვს, 2025 წლამდე საპენსიო სესხი აქვს დასაფარი. ისინი მხოლოდ …

პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს

„საპენსიო სესხი გამოვიტანე 1080 ლარი და 2681 ლარს მახდევინებენ. ხელშეკრულება პანდემიის დროს ისე შემიცვალეს, ბანკიდან არაფერი მკითხეს, ჩემი ხელმოწერაც არ დასჭირდათ და 47 თვის ნაცვლად 80 თვე მექნება სესხი გადასახდელი,“ – გვიყვება ბადრი ჯინჭარაძე. ის პენსიონერია, ქობულეთში ცხოვრობს და საპენსიო სესხი 2019 წლის ნოემბერში აიღო. ბადრი ჯინჭარაძის საპენსიო სესხი, როგორც ყველა პენსიონერის ამ ქვეყანაში, მაღალპროცენტიანია. …

რამდენი იქნება საბანკო სესხის პროცენტი შემდეგ 4 წელში

წინასაარჩევნო პროგრამებში ვერ ნახავთ დაპირებას იმაზე, თუ რამდენით შეიძლება შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ან საერთოდ შემცირდება თუ არა ეს პროცენტები. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით ზოგადად კონკურენციის გაძლიერების პირობას დებენ, თუმცა საქართველოში 16 ბანკია და, მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ კონკურენცია არსებობს და 16 ბანკს შორის გარიგებაც გამორიცხულია. საბანკო პოლიტიკასა და სესხებზე პარტიები …

პენსიონერმა ბანკიდან 1800 ლარი აიღო და 3510 უნდა დააბრუნოს – რატომ არ ცვლიან კანონს

„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარად არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში. არაპენსიონერისთვის …

Exit mobile version