თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება – რა ეღირება ბილეთი

საქართველოს საავიაციო ბაზარზე რუმინული კომპანია Dan Air-ი შემოდის. კომპანია ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს 2026 წლის ივლისიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Dan Air-ი არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის. კომპანიის გვერდზე აღნიშნულია, რომ ივლისში ფრენის ფასი თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით 80 ევრო იქნება. პირველი პირდაპირი ავიარეისი თბილისსა და ბუქარესტს შორის 4 ივლისს …

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია. აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს. პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ …

აშშ-მ დაასანქცირა ავიაკომპანია „ბელავია“ – რას ამბობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დეტალურად შეისწავლის აშშ-ის მიერ ბელარუსილი ავიაკომპანია „ბელავიას“ მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება. გუშინ, 9 აგვისტოს, აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა ბელარუსული კომპანიებისა და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ. სანქცირებულთა შორისაა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia. ამის შესახებ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული. ავიაკომპანია „ბელავია“ პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებს …

პარიზი – თბილისი – 8 აგვისტოდან ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს: • პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ …

თბილისი – მიუნხენი – „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. რეგულარულ რეისებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის. ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით …

თავი შეიკავეთ ავიაბილეთების შეძენისგან – საავიაციო სააგენტოს გაფრთხილება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მიმართულებით ბილეთის შეძენისგან მანამ, სანამ ცნობილი არ იქნება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღი.  დღეს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. „გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო …

როდის უნდა აანაზღაუროს პანდემიის გამო გაუქმებული ავიარეისის ბილეთის ფასი კომპანიამ

COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან …

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 39.79%-ით გაიზარდა, ბათუმში – 2.01%-ით

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა. სააგენტოს ცნობით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.40%-ით არის გაზრდილი. დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10%-ით ჩამორჩება სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის, რაც, სააგენტოს განცხადებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი საქართველოს …

ჰოლივუდის ფილმის გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

“პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეოგადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა “XM2 UK LIMITED-მა” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. სააგენტოს ცნობით, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდებს შორის ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე დრონების (3 ერთეული) მაქსიმალური ასაფრენი მასა 70 კილოგრამია. მაღალტექნოლოგიური …

Exit mobile version