ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ. „ნაცნობები, მეზობლები …

სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახი დაარეგისტრირა

სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაციას აგრძელებს. კომისიის თავმჯდომარის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახია დარეგისტრირებული. სამთავრობო კომისიას დასახლებაში სულ 1 727 ჯიხური აქვს აღრიცხული. კომისიას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დარეგისტრირებული ოჯახებიდან ზუსტად რამდენს აქვს საკუთრება, თუმცა იციან, რომ რეგისტრაცია ასეთმა ოჯახებმაც გაიარეს. რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ალტერნატიული …

ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნის. ინფორმაცია სამარხის აღმოჩენის შესახებ დღეს, პირველ მაისს, ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, იმავე ტერიტორიაზე, სადაც წინა ოთხი სამარხი იქნა აღმოჩენილი, კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. ჩვენ ამ სამარხს კირქვა მივაყარეთ, ხელი არ გვიხლია. …

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს. კომისიის …

რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას. არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის …

Exit mobile version