#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა

სამოქალაქო პლატფორმა “სალამმა” დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა. საქართველოს 25 ათასი მოქალაქე ითხოვს, აზერბაიჯანულ და სხვა ეთნიკური წარმომავლობის გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა). პლატფორმა “სალამის” წევრები გვარის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში აგროვებდნენ მცხეთაში, დმანისში, კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თბილისსა და სხვა რეგიონებში. საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, საქართველოს …

„მე დიასპორა არ ვარ“ – რატომ არ ესმის პარლამენტს ეთნიკური უმცირესობების

დღეს, 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა, საპროტესტო აქციას გამართავს სლოგანით – „მე დიასპორა არ ვარ“. 16 მარტს საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შექმნა. პროტესტი სწორედ დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს კომიტეტი სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს როგორც დიასპორას. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია …

ნოვრუზის დღეს აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

საქართველოს აზერბაიჯანული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით. 21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზის  დღესასწაულს აღნიშნავს. „ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და …

აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს

პლატფორმა „სალამი/salam“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს თუ მათ მშობლებს 200-ლარიან სახელწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან. „სალამის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამის განხორციელება ხარვეზით დაიწყო. სახელმწიფო დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე -https://daxmareba.moh.gov.ge/რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ვებგვერდი ამ დროისთვის მხოლოდ ქართულენოვანია. „სალამი“მიიჩნევს, რომ ეს „საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების …

„სალამი“: მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა “სალამი” მარნეულის სოფლებში მიმდინარე პროტესტის ტალღას ეხმიანება. ზუსტად ერთი თვეა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. „სალამის“ განცხადებით, მათ სჯერათ, რომ აღნიშნული ზომები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილ ზონებში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება და …

Exit mobile version