დღეს, 18 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს. პეტიციის მიზანია, მერიამ მოაგვაროს სოფელ მახოში მცხოვრები 17 ოჯახის პრობლემა, რომელიც მათ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციას უკავშირდება. მახოში მცხოვრები ამ ოჯახების განცხადებით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს …
Tag Archives: საკუთრების აღიარება
„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში მათი წინაპრები ამუშავებდნენ, სახელმწიფომ დაისაკუთრა. „წაგვართვეს ჰექტრობით ხეხილის ბაღები“, – გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. მიწის საკუთრების აღიარების პრობლემა ამ სოფელში სულ ცოტა 17 ოჯახს მაინც აქვს. ჩვენ დღეს, 30 ივლისს, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. მაგალითად, გენო მსხალაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში დაარეგისტრირა ის მიწაც …
Continue reading “„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში”
80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს. სასამართლოს …
„35 წელია აქ ვცხოვრობთ“ – გონიოში ათი ოჯახი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს
ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას იმ ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, რომლებშიც, მათი განცხადებით, 35 წელზე მეტია ცხოვრობენ. ათი ოჯახი გონიოს ციხის მიმდებარედ, ძველ სამხედრო ბინებში ცხოვრობს. მოქალაქეებმა დღეს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. „ადრე აქ იყო სამხედრო ბინები და ჩვენი ოჯახები ცხოვრობდა. თუმცა წლები გავიდა და ბინები საკუთრებაში ვერ გავიფორმეთ. რადგან ბინები საკუთრებაში …
Continue reading “„35 წელია აქ ვცხოვრობთ“ – გონიოში ათი ოჯახი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს”
სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს
ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ოთარ ჯაიანი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს საკუთრებაში ათ წელზე მეტია ვერ ირეგისტრირებს. მიზეზი საკადასტრო საზღვრებია, რომლითაც ჯაიანის მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილი შპს GEOFIBRE-ს საკუთრებაშია მოქცეული. ამ კომპანიამ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა. ოთარ ჯაიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ორგანიზაციაში …
Continue reading “სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს”
მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო
გონიოელებისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვა ხელახლა დაიწყო მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. პირველ ჯერზე კომისია ოთხი გონიოელის შემთხვევას განიხილავს – ენვერ ირემაძის, ჯემალ ბათაძის, რუსუდან ჯავახიშვილის და მზევინარ ლამპარაძის. ამ პირების სარჩელი მიმდინარე წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გონიოს 60-მდე …
Continue reading “მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო”