ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის. „დღეის მდგომარებით, …

„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

დღეს, 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა საკარანტინო სივრცეებში არასრულწლოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩიქოვანის განცხადებით, ბავშვების კარანტინში განთავსება „ყოველი შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება“. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეს შემთხვევა …

აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

აჭარის რეგიონში მოწყობილ 29 საკარანტინო ზონაში კარანტინის მომსახურებით დღემდე ისარგებლა 8 833-მა მოქალაქემ, მათ შორის, სავალდებულო კარანტინს, 10 ივნისის მდგომარეობით, გადის 1024 მოქალაქე. კარანტინი დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდა 7 809 მოქალაქე – ეს მონაცემები „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროების ნაწილთან საკარანტინო ზონების მოწყობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც …

ქობულეთის შვიდ სოფელთან მისასვლელი გზები პოლიციამ უკვე ჩაკეტა

„ქობულეთის იმ სოფლებიდან, სადაც საკარანტინე ზონა გამოცხადდა, ადამიანები ვეღარ გამოვლენ, მათ შორის, ისინი, რომლებიც სტუმრად არიან… ამ სოფლებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სოფლების რეგისტრირებული მცხოვრებლები არიან,“ – გვითხრეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე. მთავრობის დადგენილება, რომლითაც სპეციალური რეჟიმის პირობები განისაზღვრება, ამ დროისთვის არ დევს საკანონმდებლო მაცნეზე. 144-ზე გვიპასუხეს, რომ დადგენილება დღის განმავლობაში …

Exit mobile version