უფასო გამოკვლევები ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის დასადგენად

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან  სკირინგის უფასო აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ტუბერკულოზზე, ასევე, C ჰეპატიტის გამოკვლევის ჩატარება შეეძლო. „20 ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან ერთს C ჰეპატიტი დაუდასტურდა, 4 ადამიანის მონაცემები კი შემდეგი კვლევებისთვის ფტიზიატრიულ განყოფილებაში გადაიგზავნა,“ – გვითთხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. აქვე აღნიშნავენ, რომ აქცია გრძელდება და …

უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის

მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ. პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის …

სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

როგორ დავიცვათ ინტერნეტში სექსუალური შანტაჟისგან მოზარდები. რა გამოსავალი არსებობს, როცა სექსუალური შანტაჟის დროს მოზარდი გრძნობს, რომ მას მშობლებიც ვერ გაუგებენ და როგორ უნდა მოქმედებდეს მსგავს ვითარებაში მშობელი, საზოგადოება  – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ფსიქოლოგს, ნინი დარსაძეს ესაუბრა: საზოგადოებაში მოვიაზრებით ყველა: მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, თანატოლები, სახელმწიფო, მედია… ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ …

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …

Exit mobile version