სავალუტო ჯიხურებს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაუმკაცრა – ახალი ბრძანება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაამკაცრა. ბანკის პრეზიდენტის სხვა ბრძანებებით სანქციები გამკაცრდა ასევე სესხის გამცემი სუბიექტების, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს [სებ] ამ დრომდე უფლება ჰქონდა დარღვევების დროს პუნქტი დაეჯარიმებინა. ახალი ბრძანებით კი, ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პუნქტს, დარღვევის განმეორების შეთხვევაში, …

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 8-10 თეთრით გაუფასურდა

დღეს, 29 ნოემბერს, გასულ დღესთან შედარებით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 8 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 10 თეთრით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ყიდვა დღეს ბათუმში 2,83 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 1 აშშ დოლარი 2,75 ლარი ღირდა. რაც შეეხება ევროს, დღეს, 29 ნოემბერს, 1 ევროს ყიდვა 2,98 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 2,88 …

აჭარაში სავალუტო პუნქტების უკანონოდ მოწყობისთვის 10 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზედაც პასუხისგებაში მისცეს ათი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა …

“ის თანხას არ ითხოვდა” – ადვოკატი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ვახტან ტაბიძეს. ის 19 წლის სტუდენტია და ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. სასამართლო პროცესი დღეს, 22 აგვისტოს გაიმართა. საუბარია 19 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე – ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. დაზარალებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. …

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება – ეროვნული ბანკი

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2020 წლის 31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. რა დროით იხურება სავალუტო ჯიხურები, ეროვნულ ბანკში არ აკონკრეტებენ. საქართველოში 2020 წლის 22 აპრილემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ყველა პრევენციული ღონისძიება ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ძირითადად ამ პერიოდზეა გათვლილი. ეროვნული ბანკის განცხადებით, დროებით …

სებ-ი სავალუტო ჯიხურებს ამოწმებს – 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, შემოწმების შედეგად თბილისის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმეს. „დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში“ – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. …

8 წლით პატიმრობა ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღებისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.-მ.-ს. ის „პისტოლეტის მსგავსი საგნით“ ჯიხურიდან 10 693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტის წაღებას ცდილობდა, როცა დააკავეს. საუბარია 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევაზე – „ხოფის ბაზრობის“ შესასვლელთან სავალუტო ჯიხური „თაიმის“ დაყაჩაღება სცადეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებული ჯიხურთან, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული …

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაქურდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევა 13-14 იანვრის ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვთხრეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული ქურდობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.  

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა: „ჯიხურში მომუშავე ფულს ითვლიდა, რა დროსაც, დაახლოებით 5 ათასამდე ლარი ხელიდან გასტაცეს, ეტყობა, მძარცველი ქუჩიდან უთვალთვალებდა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე  [ძარცვის] მუხლით. ამ მუხლის მიხედვით, „ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, …

მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

შაბათს, 4 მაისს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ბათუმში „ცხელ კვალზე დააკავეს“. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის …

Exit mobile version