ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

პირველი საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში  7 დეკემბერს გააიხსნება. ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ევრიპიდეს „მედეა“. სპექტაკლს 8 დეკემბერსაც აჩვენებენ. ფესტივალს გერმანული თეატრი „ბერლინერ ანსამბლი“ გახსნის. თეატრი 1949 წელს გერმანელმა დრამატურგმა და პოეტმა ბერტოლტ ბრეხტმა დააარსა აღმოსავლეთ ბერლინში. სპექტაკლის რეჟისორია მიხაილ ტალჰაიმერი სცენოგრაფი, ოლაფ ალტმანი კოსტიუმების მხატვარი, ნეჰლ ბალკჰაუზერი მუსიკალური გაფორმება: ბრეტ ვრედი ვიდეოს ავტორი: ალექსანდრ დუ …

ექსპო ბათუმი 2019 გაიხსნა

დღეს, 10 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეთორმეტე, ხოლო საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მეორე გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში  ადგილობრივი და  უცხო ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO”-ა.

ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მანდარინი“ დაიწყო, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობენ ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი „როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია,„ლიმპოპო“. „პროექტის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება“.  

აჭარის მთავრობის და მერიის განმარტება ბათუმში გამართული რუსულენოვანი ფესტივალის შესახებ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, 30 ივნისს გამართული ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ რუსულ ენაზე ჩატარდა. ამავე ფესტივალზე ისმოდა ქართული თარგმანიც. ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ ფესტივალებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებების გამართვის დროს მათი სამსახურის ნებართვა აუცილებელია. აღნიშნულ სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ღონისძიების შინაარსს ითანხმებენ. თუმცა ფესტივალ „21-ე საუკუნის ბავშვების“ შესახებ მერიაში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ …

Exit mobile version