ჯარიმის პატიებას 2 635 გადამხდელი ითხოვს – მიმართვის ბოლო ვადა 31 ივლისია

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შეუძლია, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები, რისთვისაც მან შემოსავლების სამსახურს 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს. 29 ივლისის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 2 635  განაცხადი დარეგისტრირდა. „აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა …

საგადასახადო შე­თან­ხმე­ბაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ

სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე გა­და­სა­ხა­დის გადამხდელს შეუძლია შემოსავლების სამსახურს მიმართოს როგორც წე­რი­ლო­ბი­თი, ასევე ელექტრონული ფორმითაც. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მთავრობამ 2021 წლის 7 ივნისს შეიტანა. დადგენილების მიხედვით „ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“ ახალი დადგენილება 2021 წლის 8 …

ჯარიმების გასაუქმებლად მეწარმეებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს

მეწარმეებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მეწარმეებს შეუძლიათ დღეიდან, 18 მაისიდან, უკვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად. მიმართვის ბოლო ვადა 2021 წლის პირველი აგვისტოა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „გადასახადის გადამხდელს, …

როგორ აისახება დეკლარაციაში საგადასახადო შეღავათი 750 ლარამდე ხელფასზე, რომელსაც მეწარმე იტოვებს

2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში [2020 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით], დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს [ბიუჯეტში არ შეიტანოს] დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „დამსაქმებლის მიერ 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული …

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესს – ნიშნავს თუ არა ეს დაქირავებულის ხელფასის გაზრდას

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. რას ნიშნავს ეს შეღავათი – კითხვები და პასუხები მთავრობისგან: ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი? არ ნიშნავს. ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს …

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს, საშემოსავლო – გადაუვადეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ეს პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ [14:30], მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 2020 წლის ბოლომდე. „ვერ დავპირდებით სრულ ჩამოწერას. სასტუმროებს დავპირდით სესხის სუბსიდირებას და გავაკეთეთ, რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეთავაზებით. …

გაუუქმებს თუ არა პარლამენტი 31 დეკემბრამდე მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს

დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ ინსტიტუტმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც შეეხება რელიგიური უმცირესობებისთვის საგადასახადო შეღავეთებისა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სარჩელი ქონებრივ  და საგადასახადო კანონმდებლობაში ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ეხებოდა. „საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყო გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მაშინ,  როცა სხვები ამ გადასახადს იხდიდნენ. …

Exit mobile version