ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – „მხოლოდ ჯაჭვები შეცვალეს და ისიც ნაწილობრივ“

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტს გვიდასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. „ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას. …

კომპანიამ მერიის თანხმობით დაშალა სკვერი, რომლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 118 ათასი დაიხარჯა

ბათუმის მერიის თანხმობით, აბუსერიძის 23-ში მდებარე სკვერი [საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები] უკვე დაშლილია. ამ სკვერის მოწყობაში კი, დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთხსართულიანი [+1 სართული დაშენებული] საცხოვრებელი სახლი მერიას ავარიული სახლების სიაში ჰქონდა შეტანილი. ამ სახლს შპს „სკაილაინ ჯგუფი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში დაანგრევს და ახალ, 25 სართულიან …

2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები

ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს. მისამართები ბათუმში, …

რა მისამართებზე დაამონტაჟებენ საბავშვო ატრაქციონებს ბათუმში

ბათუმში 15 ადგილზე საბავშვო ატრაქციონებს დაამონტაჟებენ. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი 392 149 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 19 აპრილს დასრულდება. ატრაქციონების მონტაჟი/რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე: ბაგრატიონის 138 გოგებაშვილის 2 გუდიაშვილის 18-20 თაყაიშვილის 62 პუშკინის 124 პუშკინის 13 აფსაროსის III შეს. 2-4-8 აღმაშენებლის 34 აღმაშენებლის …

ბათუმში მერია 11 მისამართზე ახალ ატრაქციონებს დადგამს – ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის მერია მრავალბინიანი სახლების ეზოებისთვის საბავშვო ატრაქციონების შესყიდვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი 11 ატრაქციონის შესყიდვაზე ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, შესყიდვის საწყისი ღირებულება 400 000 ლარია. შეთავაზებულ ფასში უნდა შევიდეს მონტაჟისა და რეაბილიტაციის მომსახურება.  ტენდერის პირობების მიხედვით, თითოეულ ატრაქციონში უნდა შედიოდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელა. გარდა ამისა, პირობები მიმწოდებელს ავალდებულებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში …

ბათუმში ატრაქციონებს და ატრაქციონთან მისასვლელ გზას ითხოვენ

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უკვე რამდენიმე თვეა ბათუმის მერიის მიერ განთავსებულ ატრაქციონს კერძო კომპანიამ რკინის ღობე შემოავლო და ბავშვებს ამ ატრაქციონებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ამის შესახებ მოქალაქემ საკრებულოს ღია კარის სხდომაზე ისაუბრა და საკრებულოს ამ საკითხის მოსაგვარებლად მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა: „ან იქ შეუშვან ბავშვები, ან ახალი ატრაქციონები დაგვიდგან.“ ამ თემაზე: ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც …

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სამი ატრაქციონი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, სამართავი ჯიხურებითა და დამატებით 330 კვადრატული მეტრი ნაკვეთით, ერთი პირის – ეკატერინე ნიკოლაიშვილის ხელში გადავიდა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის, ზაზა ჩხიკვაძის მეუღლეა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი მის ბიზნესში მეუღლის რაიმე ფორმით მონაწილეობას  უარყოფს. ის ამ საკითხთან დაკავშირებული …

186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება. „ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. …

დაზიანებული საბავშვო ატრაქციონები ბათუმში

ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსებთან, დაახლოებით 290 საბავშვო ატრაქციონია განთავსებული, მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია, ზოგს დეტალები აკლია, ზოგს კი მოედანი არ უვარგა და ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ ტალახდება. ქალაქში განთავსებული საბავშვო ატრაქციონების მოვლა და შენახვა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მოვალეობაა. ორგანიზაციის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ მათი სამსახური საბავშვო ატრაქციონების აღწერას სისტემატურად აწარმოებს. „2016 წელს დავიწყეთ ახალი …

Exit mobile version