„დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ნაკლებად სამართლიანი გახდება. „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოირგო, რათა ხელოვნური უპირატესობა მოიპოვოს,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებს. რა იცვლება არსებითად? იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი. მაგალითად, ამჟამად თბილისი 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 – მაჟორიტარი და …
Tag Archives: საარჩევნო კოდექსი
როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ
„ხელისუფლების მიტაცება“ – ასე დაასათაურა ბათუმის საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ. საუბარია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება. ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ მოუწიოს და არც ხელახალი არჩევნები …
Continue reading “როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ”
რა იქნება სასჯელი ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევისთვის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ამავე კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის ახალი 1644 მუხლი – „ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა“. ცვლილებით, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს შევიდა ძალაში: [checklist] ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების …
„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს
პრეზიდენტობის კანდიდატის რეალური მაჩვენებლის გასაგებად „გირჩი“ ამომრჩევლებს ტოტალიზატორს სთავაზობს. პოლიტიკური პარტია განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში პირობას დებს, რომ თუკი არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძე 5 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ამომრჩეველი ფსონად დადებული თანხის 100 პროცენტს მიიღებს. მინიმალური ფსონი 1000 ლარია. არჩევნებთან დაკავშირებით ინტერნეტტოტალიზატორის მოწყობა „გირჩმა“ ერთ-ერთი კვლევის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – …
Continue reading “„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს”