14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს. საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა. მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი …

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, 30 აპრილიდან მაისის ბოლომდე ბათუმში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება იმედაშვილის ქუჩაზე, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებს შორის მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბერიძის ქუჩით. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, იცვლება მარშრუტი: #7, #7 ა, #11, რომლებზეც ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #7 – ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, დემეტრე თავდადებულის, …

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

„კურორტი რომ არა, ნამდვილი ციხე იყო და იქნებოდა კიდევ აქაურობა,“ – ამბობს ეთერ პაპიძე და შეშის ღუმლის პატარა სარქველიდან ცეცხლის ალს აყოლებს თვალს. ღუმელზე ეთერს სტუმრებისთვის ყავა ჭიქებით შემოუდგამს. გარეთ თოვლის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, ქარბუქია, თოვს შეუჩერებლად, თუმცა მასპინძელს მზერაშიც ეტყობა, რომ ეს არ ანაღვლებს, სურსათიც აქვს და სანოვაგეც. არც პირველი ზამთარია ასეთი, როცა …

„ბეშუმის გზაზე მანქანებს გადაადგილება უჭირთ“ – მოქალაქე ხულოდან

„გზა ტალახითაა სავსე, მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ბუქსირით ამოჰყავთ ზოგიერთი მანქანა, ეს გზა გააფართოვეს და ამ დროს სანიაღვრე არხები დაშალეს, გზაზე არავინ მუშაობს, რომ წყალმა გზა არ გააფუჭოს…“, – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. მოქალაქის თქმით, გზაზე გავლა წვიმის დროს მას შემდეგ გართულდა, როცა ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მოქალაქე ამბობს, რომ გზა …

ქედაში, ცენტრალურ მაგისტრალზე კლდიდან ქვები ცვივა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე კლდიდან ქვა ცვივა. თვითმხილველების თქმით, ზოგიერთ ადგილზე ავტომობილებს, ჩამოცვენილ ქვებისთვის გვერდით ასაქცევად გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა უწევთ. ქედის მერიაში ამ დროისთვის ქვების ცვენაზე ინფორმაცია არ აქვთ. „ბათუმელები“ ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა აჭარის გზების დეპარტამენტს.  

ხულოში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ხულოში ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით ორი საათით იყო გადაკეტილი. რიყეთის მონაკვეთის გადაკეტვით აქციის მონაწილეებმა უგზოობა გააპროტესტეს. „გზა არის, მაგრამ ორმოებია საშინელი, მხოლოდ ორხიდიანი მანქანით თუ გაივლი, ისე ვერა, ძალიან რთულია გადაადგილება ხულოდან დანისპარაულამდე. სულ გვპირდებიან, ვაკეთებთო და მერე არაფერი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ოთარ ანთაძემ. იგი სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ცენტრალური გზა მას შემდეგ გაიხსნა, როცა …

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, უახლოეს პერიოდში, სპეციალურ სასწორებს დააყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კანონით განსაზღვრულ ტვირთის ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ, დაჯარიმდებიან. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს მდინარის სანაპიროდან ამოღებული  მძიმე ტვირთი ყოველდღიურად გადააქვთ, ტვირთის სიმძიმეს კი, არავინ აკონტროლებს. „მართალაც …

Exit mobile version