საქონელს მთაში ახალი ვირუსი გაუჩნდა: „ჩლიქები ულპება, ვერ დადიან, არავინ გვეხმარება“

„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოში, სოფელ ქედლებში მცხოვრებმა ბეგლარ შანთაძემ. მისი საქონელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი და მასობრივად გავრცელებული ვირუსით დაავადდა. უკვე მეორე თვეა აჭარის მთაში პირუტყვი ავადდება. არალეგიტიმური მთავრობა მესაქონლეებს არათუ არ ეხმარება – განმარტებასაც კი არ …

სამეგრელოში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმით ამარაგებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომლებიც საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტების მიწოდებისას, ბიუჯეტიდან თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2025 წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.  „მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის …

ქობულეთში რძის საწარმო დახურეს – დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში რძის პროდუქტების საწარმო დახურეს. სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელ, არარეგისტრირებულ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უვნებლობის სტანდარტი. „…ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას [ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი] სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე …

რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა – გამოძიება 6 ფაქტზე მიმდინარეობს

გასულ წელს საქართველოში რძის ცხიმის სისუფთავეზე 100 ნიმუში შემოწმდა, რის შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით 6 საქმეზე დაიწყო. როგორც momxmarebeli.ge, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდი წერს, ერთ შემთხვევაში დადასტურდა დანაშაული, ხოლო კიდევ ერთი საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. 2023 წლის მდგომარეობით გამოძიება კიდევ 5 საქმეზე გრძელდება. დარღვევა …

ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების გაყიდვაში 2 პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირია მხილებული. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის …

რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“

45 წლის რუსლან კოჩალიძე ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რიყეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ყოველთვის ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი. წინა წლებში უფრო მეტს, წელს კი 10 სულ საქონელს უვლის. რუსლანი ფიქრობს, რომ მომავალ წლებში პირუტყვის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. იგი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც მას და ხულოს სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – პირუტყვის შენახვასა და გამოზამთრებაზე, …

ზეთისა და რძის პროდუქტების ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია – FAO

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, თებერვალში სურსათზე მსოფლიოში ფასები კვლავ გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მნიშვნელოვნად მცენარეული ზეთებისა და რძის პროდუქტების ფასებია გაზრდილი. FAO-ს თანახმად, ყველაზე მეტად გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ის წინა თვესთან შედარებით 8,5 პროცენტით არის მომატებული, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. FAO-ს ცნობით, ეს ძირითადად განპირობებულია პალმის, სოიას …

5 დასახელების რძის პროდუქტი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, რაც ეტიკეტზე მითითებული არ არის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, არაჟანში „ქობულეთური“ და კიდევ ოთხი დასახელების რძის პროდუქტში, მცენარეული წარმოშობის ცხიმები აღმოჩნდა. პროდუქტები რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმდა. პროდუქტები, ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლაბორატორიულად 2020 წლის 14 თებერვალს შემოწმდა. „პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმებს,“ – წერია ლაბორატორიის დასკვნაში. …

რომელ ნაწარმზე იკრძალება დასახელება „ყველის“ გამოყენება

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება ნატურალური რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მოქმედებს. ეს ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1-ელი ივლისიდან შევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით: „ცვლილების განხორციელება …

ბათუმის ბაზარში ყველი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, მეორე სართულზე, ყველის სექცია მოეწყობა. ის იზოლირებული იქნება და იქ მხოლოდ რძე და რძის პროდუქტები გაიყიდება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში მხოლოდ ამ გზით მოხვდება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ …

Exit mobile version