რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული? როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, …

როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუსულ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო ქსელის Wildberries-ის სათაო ოფისებზე. უკრაინული და სხვა გამოცემების მიხედვით, განადგურებულია კომპანიის საწყობების 552 000კვ.მეტრი ფართობი, რაც ბაზრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაახლოებით 10%-ია. კომპანია Wildberrie-ი, რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს ტატიანა კიმს ეკუთვნის. თუმცა 2024 წლის ზაფხულში Wildberries-ი შეუერთდა რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო ოპერატორს, Russ Group-ს. ამ გაერთიანების …

თბილისში, ერთ მისამართზე 1381 რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული – IDFI-ის კვლევა

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო – აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] კვლევაში. ამასთან, „რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას, კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ …

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ …

მამუკა ბახტაძე რუსული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ბათუმელების“ კითხვას, ხედავს თუ არა ხელისუფლება საფრთხეს იმაში, რომ ბევრი რუსული კომპანია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დაკვეთებს, ასე უპასუხა: „საქართველო ღიაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და, ბუნებრივია, ჩემი პოზიცია ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად …

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები. „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] …

Exit mobile version