ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

ბათუმში, ტროტუარებზე, კაფეების მესაკუთრეებისთვის მსუბუქი კონსტრუქციები უკვე საკმარისი აღარაა – არაერთმა კაფემ ტროტუარზე, ათვისებულ ნაწილში, რკინის ბოძებით ჩაბეტონებულ ჩარჩოებში დაბურული მინები ჩასვა და ზოგიერთმა უკვე ტროტუარის „საკუთარი ნაწილის“ მეტლახით მოპირკეთებაც კი დაიწყო. ტროტუარებზე კვებასთან და გარევაჭრობასთან დაკავშირებულ ნებართვებს ბათუმის მერია გასცემს, თუმცა მერიის ნებართვა ყველასთვის ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად, 62 წლის უსინათლო მოქალაქისთვის, ზურაბ …

როგორ მოახერხა რესტორანმა ბათუმში ტროტუარის მიტაცება

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. „ბათუმელებმა“ ფოტოები, რომლებზეც შემოღობილი ტროტუარია აღბეჭდილი, დღეს, 27 აპრილს, გადაიღო. მიმდინარე მშენებლობების გამო შარტავას ქუჩაზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვის ისედაც შეზღუდული იყო. დამატებითმა ბარიერმა და რესტორნის წინ დარგულმა ხეებმა, რომელთა ძირებიც პლაჟიდან აღებული ქვებითაა მოპირკეთებული, სრულად შეუძლებელი გახადა ქვეითებისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება. მოქალაქე იძულებულია, …

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

ძველ ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი – აალაგებინა. ცვლილება, ძირითადად, შეეხო ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნებს. რესტორნების მეპატრონეთა ნაწილი შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ თუკი მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ …

ბათუმის მერი ქალაქში მიტაცებულ ტროტუარებზე: ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არაადეკვატურია

„ძალიან მალე, ვფიქრობ არაუგვიანეს ამ თვის ბოლოს, ავამოქმედებთ ახალ ვებ ინსტრუმენტს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს, კონკრეტულ ადგილზე რა სავაჭრო ნებართვებია გაცემული – იქნება ეს ღია კაფეები, სხვა ტიპის ვაჭრობა, წერტილოვანი ვაჭრობა – ვთქვათ, წვენის აპარატები, ნაყინის დახლები თუ სხვა. აქვე, პირველ ეტაპზე თუ არა, უმოკლეს ხანში მაინც იქნება ატვირთული შესაბამისი …

ქუთაისის ქუჩის კაფეები ტროტუარზე

ბათუმში,  ხულოსა და ქუთაისის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე რამდენიმე კაფეს, სკამები და მაგიდები ისე აქვს განლაგებული ტროტუარზე, რომ შეუძლებელია ეტლით მოსარგებლემ გაიაროს. მზიან ამინდში, როცა ტროტუარზე განლაგებული კაფეები ხალხით ივსება, ამ მონაკვეთში ფეხით გავლაც შეუძლებელია. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისისა და ხულოს ქუჩებზე რამდენიმე ოქმია დაწერილი, თუმცა კაფეების მეპატრონეებს არსებული სიტუაცია არ გამოუსწორებიათ. „განმეორებით …

ეტლით მოსარგებლისთვის გაუვალი ტროტუარი ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფლორიდას“ კონსტრუქცია  ისე აქვს მიშენებული, რომ ფეხით მოსიარულე იძულებულია ან ველობილიკზე გადავიდეს, ან მიშენებულ კონსტრუქციაზე ააბიჯოს. მიშენება განსაკუთრებით ართულებს ამ ადგილზე  ეტლით გავლას. მერიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ობიექტი აღრიცხულია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მისამართზე რამდენჯერმე იყო გასული ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ობიექტი დაკეტილია და მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც მერიაში ამბობენ, …

კაფეს მიერ სრულად ათვისებული ტროტუარი – როგორ გავიაროთ ფეხით და ეტლით

კაფე „აჭარული ხაჭაპურის სახლს“ ტროტუარი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხარეს მაგიდებით ისე აქვს ათვისებული, რომ გავლა შეუძლებელია. იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულემ ქუჩის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მოახერხოს, ორი გზაა, ან ველობილიკზე გადავიდეს, ან რკინის კონსტრუქციებით შემოსაზღვრულ კაფეში გაიაროს. გარდა მაგიდებისა, კაფეს კედლის მხარეს  ცარიელი ბოთლებით სავსე ყუთები აქვს ჩამწკრივებული და ტროტუარს სათავსოდ იყენებს. გორგასლის ქუჩის ამ მონაკვეთზე …

Exit mobile version