რეპორტიორები საზღვრებს გარეშე რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე წერს და „ოცნებას“ მიმართავს

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტისა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას. „გაათავისუფლეს თავისი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციების კრიტიკის გამო! „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“, – წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. #Georgia: fired for having …

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მთავრობას: პატივი ეცით აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებს 17 თებერვალს გამოეხმაურა ტვიტერზე და გააზიარა ფოტო აჭარის მაუწყებლის სლოგანით – #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის. „ჟურნალისტები აპროტესტებენ პოლიტიკურ ზეწოლას რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს აჭარის …

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. ნათია ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი 2 თებერვალს დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს …

Exit mobile version