„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ კანონის“ მიხედვით, რეპეტიტორობისთვის დირექტორის თანხმობა იმ მასწავლებლებს დასჭირდებათ, რომლებიც ტრენინგცენტრებში არიან დასაქმებულნი. „არის შექმნილი ტრენინგცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით, დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს. ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა …
Tag Archives: რეპეტიტორები
„რეპეტიტორობის დეფინიცია არ არსებობს“ – „ოცნების“ მინისტრის მოადგილე მასწავლებლების რეპეტიტორობაზე
დღეს, 9 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომენტარი გააკეთა საჯარო სკოლის მასწავლებლების რეპეტიტორობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კორუფციის წინააღმდეგ კანონში შეტანილი ცვლილებები მასწავლებლებს რეპეტიტორობას არ უკრძალავს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონმდებლობით განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დაშვებულია დამატებითი საქმიანობა, მათ შორის განათლების სფეროში ასეთად განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. , დამსაქმებლის თანხმობით პედაგოგებს, …
„ის ხომ შეიძლება, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანონ“ – რისი შეცვლა სურთ მოსწავლეებს
„გვაქვს კაბინეტები, რომლებსაც არ ვიყენებთ. მაგალითად ბიოლოგიაში ხომ უნდა იცოდე ჩონჩხის აგებულება? ის ჩონჩხი მაინც ხომ შეიძლება ამოიტანო კლასში და ბავშვს დაანახო, მაგრამ ესეც არ ხდება. მიკროსკოპი გვაქვს, ერთხელ ამოიტანეს ისიც. თუმცა, ზოგს ლინზები აქვს გაფუჭებული, ზოგს რაღაც აკლია, დაშლილებია რა, ასე რომ ვთქვათ“, – ამბობს დიანა აბუსელიძე. დიანა მეცხრეკლასელია და იმ პრობლემებზე გვიყვება, რაც …
„მე-12 კლასში ისე უნდა გვასწავლონ, რომ რეპეტიტორი აღარ დაგვჭირდეს“ – მოსწავლეები სკოლაზე
„ბათუმელების“ რესპონდენტი მოზარდების აზრით, მე-12 კლასმა საჯარო სკოლებში, ფაქტობრივად, ფუნქცია დაკარგა. ახალგაზრდების აზრით, ეს განაპირობა იმან, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 95 პროცენტი კერძო მასწავლებელთან ამჯობინებს იმ საგნებში მომზადებას, რომლებიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ. ისინი აღარ მიიჩნევენ საჭიროდ, დრო დაკარგონ ისეთი საგნების სწავლაზე, რაც მათ სამომავლო გეგმებში აღარ შედის. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რის გამო …
რატომ დავდივართ რეპეტიტორთან – ბათუმელი მეთორმეტეკლასელების მოსაზრება
სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა
ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას ტერაბანკი არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს. „გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა მარტო სესხის მიღების პირობებს …
Continue reading “სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა”
„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე
„გახარებული დამხვდნენ ბავშვები – რომ გვეუბნებოდით, ისწავლეთ, თორემ გამოცდაზე გაგიჭირდებათო, აღარ გვჭირდება, ბატონოო… დღესაც მქონდა გაკვეთილი მეთერთმეტეში და გამიკვირდა: მომზადებული დამხვდნენ. იცით, როგორ არის, მგონი, ინერციით მივდივართ. მეთერთმეტეში უხარიათ, რომ რაღაც შეძლეს და ისწავლეს. მეათე კლასში უფრო გახარებული არიან. მათ უკვე აღარ უნდოდათ წიგნის გადაშლა,“ – ამას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუკრი კობახიძე …
Continue reading “„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე”
გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის
რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად. კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ …