სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ. სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს. „ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ“, – გვითხრა ინტერვიუში ვლადიმერ ნარსიამ. ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში …
Tag Archives: რელიგიის სააგენტო
გაუქმდეს რელიგიის სააგენტო – 7 ორგანიზაციის მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას
დღეს, 18 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რელიგიურ ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან ერთად, ბუკნარში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავრობასა და პარლამენტს რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მოითხოვენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებასაც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება …
Continue reading “გაუქმდეს რელიგიის სააგენტო – 7 ორგანიზაციის მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას”
რას ფიქრობს ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე აჭარაში რელიგიის სააგენტოს მიერ დანიშნული პირი
დღეს, 20 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ, აჭარის მთავრობას რელიგიის სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი წარუდგინა. ამ პოსტზე დღეიდან აბესალომ ასლანიძე იმუშავებს, ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და რელიგიას ასწავლის. აბესალომ ასლანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას რეკომენდატორი არ ჰყოლია და თანამდებობაზე რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ დანიშნა. „მე ვარ ფილოსოფიის დოქტორი, რელიგიათმცოდნე და წლებია ვმუშაობ …
EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC), ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. შეფასებების ერთი ნაწილი შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და გადაცემის დისკრიმინაციულ პრაქტიკებს. შეფასებაში ნათქვამია, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. „მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფთან ბათუმის მერის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები შედეგების გარეშე დასრულდა, წაყენებული პირობების უსამართლო …
Continue reading “EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი”
ბათუმში მედრესე მომავალ წლამდე არ გაიხსნება
ბათუმში მედრესეს გახსნის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ანგისის დასახლებაში მუსლიმთა სამმართველოს უძრავ-მოძრავი ქონება მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადაეცა სარგებლობაში და აქ სამუფთო რეზიდენციასთან ერთად მუსლიმანური სასწავლებელი/მედრესეც უნდა გახსნილიყო. ოქტომბრის დასაწყისში კი აქ მხოლოდ რეზიდენცია გაიხსნა.