სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან ეხმიანება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოსტს, რომელშიც მან დაწერა, რომ დამარცხების შემდეგ „ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა“. ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო …
Tag Archives: რეზო კიკნაძე
„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილით ეხმიანება N8 პენიტენციური დაწესებულების, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობას. რეზო კიკნაძე, სინდისის სხვა პატიმრებთან ერთად, გლდანის ციხეში იხდის სასჯელს და შესაბამისად, პირადად იცნობდა ციხის უფროსს. „რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვის წინ გყავს ნანახი და იგებ, რომ ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი …
Continue reading “„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე”
„ციხე ვერ გაგვაჩერებს. ტყვეობაში მხოლოდ ჩვენი სხეულია“ – რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერს, რომ მას შემდეგ, რაც 38-ე საკანში, სადაც სინდისის სამი პატიმარი იმყოფება ერთად, მაისურებზე წითელი კალმით საპროტესტო წარწერების გაკეთება დაიწყეს, მათ საკანში წითელი კალმის შეტანა აკრძალეს და დარეკვის საშუალებაც არ მისცეს, იმ საბაბით, რომ ტელეფონი გაფუჭებული იყო. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმელები“ უცვლელად, სტილის დაცვით გთავაზობთ რეზო …
„საკანი 38 ანუ პატარა რუსთაველი“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში დეტალურად აღწერს ციხის საკანს, რომელშიც ამჟამად იმყოფება ის. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს. „მოდი, ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში, მერე თვალები დახუჭეთ და თავადვე წარმოიდგინეთ როგორია. მე „პატარა რუსთაველი“ დავარქვი აქაურობას. შესვლისთანავე კარების თავზე დაინახავთ მზიას ფოტოს მისივე ლეგენდარული სიტყვებით …
Continue reading “„საკანი 38 ანუ პატარა რუსთაველი“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან”
„ნაკრებებზე ბევრად მეტი ვინერვიულე, ვიდრე როცა მომისაჯეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე მორიგ წერილს აქვეყნებს საპატიმროდან და 4 სექტემბერს გამართულ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშსა და „ლელოს“ ლიდერების ყაველაშვილის მიერ შეწყალებას ეხმიანება. „არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს …