84 სასწრაფოსა და რეანომობილს სახელმწიფო 8 მილიონ ლარად იყიდის – ტენდერი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების ავტომანქანების [მათ შორის რეანომობილების] შეძენაზე 4 ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო 84 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ჯამში 7 997 024 ლარია გათვალისწინებული. 84 ავტომანქანიდან 20 – სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების უნდა იყოს, ხოლო 64 – სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების [მათ შორის 19 – ე.წ. „რეანომობილი“]. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერებით, სასწრაფო სამედიცინო …

მთავრობა სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანას და 25 რეანომობილს იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს. იგეგმება 20 ერთეული სამედიცინო დანიშნულების [სასწრაფო სამედიცინო დახმარების] ავტომანქანისა და 25 ერთეული ე.წ. „რეანომობილის“ შესყიდვა. …

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც 22 ივლისიდან ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მოზარდი შეუძლოდ რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. …

Exit mobile version