ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

1970 წლის ივნისში ბათუმის სამედიცინო ინსტიტუტში პრაქტიკაზე სტუდენტების 20-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა. მათგან ერთ-ერთი ძალიან ცუდად გახდა და  რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ძლიერი გაუწყლოების ზუსტ მიზეზს ვერავინ არკვევდა. ექიმებს ბიჭი დიზენტერიით დაავადებული ეგონათ. ვერაფერი უშველეს და გარდაიცვალა. ქოლერაზე ეჭვი პირველად იმდროინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს გიორგი ებუთიძეს გაუჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტს ქოლერა შეეყარა – ეს კი …

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …

რამაზ სურმანიძე ოფისის დაცლაზე: ჩვენ დავეყრდნობით პროკურატურის გადაწყვეტილებას

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #46-ში, ისტორიულ სახლში, სახელმწიფო შპს „სამედიცინო განათლება“ მუშაობს. ეს შენობა 2012 წელს ხელისუფლებამ „ტვ 25″-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის სიდედრს გადასცა, თუმცა სახელმწიფო შპს შენობიდან ვერ გამოასახლეს. რამაზ სურმანიძე, „სამედიცინო განათლების“ დამფუძნებელი, ასევე „სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაშინდელი სკანდალის შემდეგ პირველად ახლახან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მათგან წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების …

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც 1937-1938 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების საფლავებს მოიძიებს. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდში ბათუმში 670 ადამიანი, მათ შორის 12 ქალი დახვრიტეს. კომისიამ მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „ბათუმელებს“ ესაუბრა ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მწერალი რამაზ სურმანიძე, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა.

Exit mobile version