ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …
Tag Archives: ჟილინის არხი
დაუტბორავი ბათუმი? – „იქნება,“ მაგრამ არ ვიცით, როდის
ავტორი: ნინო შონია, ifact.ge ბათუმში წვიმის დროს დატბორილი ქუჩები ხომ ყველას გვინახავს? არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება. მაგალითად, ორი წლის წინაც 6 მილიონზე მეტი ლარი მეტი დაიხარჯა ჟილინის 3.3 კმ-იანი სანიაღვრე არხის შესაკეთებლად. ამ არხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათობით ქუჩას მოიცავს, მაინც იტბორება. სკოლაში მიმავალ ბავშვებს მშრალ ამინდშიც კი ტალახის გუბეების გადავლა უწევთ. მაშინ რისთვის …
Continue reading “დაუტბორავი ბათუმი? – „იქნება,“ მაგრამ არ ვიცით, როდის”
ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის
ოთხი დღის წინ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე „ჟილინის არხის საქმეზე“. გამოძიების ვერსია, რომ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიადგა ბათუმის ბიუჯეტს ზიანი, არ დადასტურდა. 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე არავინ დასჯილა. არც სადავო თანხა დაუბრუნებია კომპანიას, რომელსაც „ჟილინის არხის“ რეკონტრუქცია უნდა განეხორციელებია. ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბათუმის ბიუჯეტიდან ფული …
Continue reading “ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის”
„ჟილინის“ არხი და დატბორილი ბათუმი
ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის …
ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“
„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა. გამოძიება ამ საქმეზე …
Continue reading “ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“”
6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და ჟილინის არხი
ჟილინის არხის კეთილმოწყობაზე რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, არხის სრული რეკონსტრუქცია წელს არ დასრულდება. ზღვის შესართავთან [ახალი ბულვარის მიმდებარედ], დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე, არხი კვლავ ღია დარჩება. თუ ბათუმის მერია დროულად არ მიხედავს ამ მონაკვეთს, პრობლემა შეექმნება არხის რეაბილიტირებულ ნაწილსაც, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს …
Continue reading “6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და ჟილინის არხი”
ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება
შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის …
Continue reading “ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება”
ჟილინის არხის რეკონსტრუქცია [ფოტო]
ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს „მშენებელი 80“-ს შორის 2015 წლის მარტში გაფორმდა 6 317 776 ლარსა და 90 თეთრზე. გასული წლის 2 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა 6 592 ლარითა და 75 თეთრით. თანხის შემცირების მიზეზი არხის სარეკონსტრუქციო პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა. ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია ხელშეკრულების მიხედვით 2016 …