პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

ხვალ, 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება, რომელიც 15 ივნისს, დღის ბოლოს დასრულდება. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის 1700 თავისუფალი ადგილია. „მხოლოდ მე-15 სკოლაშია შევსებული ადგილები“-გვეუბნებიან რესურსცენტრში. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – registration.emis.ge მეშვეობით ელექტრონული …

ბათუმის 8 სკოლაში 300 ადგილი დაემატა პირველკლასელებისთვის – რეგისტრაცია იწყება

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმის 8 სკოლაში პირველკლასელებისთვის 300 ადგილია დამატებით გამოყოფილი. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 3 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება. ელექტრონული რეგისტრაცია უნდა უზრუნველყოს მშობელმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე. სკოლებში დამატებული თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 3 …

ბათუმის რომელ სკოლებში დაემატება ადგილები პირველკლასელებისთვის – რესურსცენტრი

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, თუმცა პირველკლასელთა ნაწილი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის შვიდ სკოლაში ამ დროისთვის 175 თავისუფალი ადგილია. თუმცა ამ სკოლებზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, არ არის ან ტერიტორიულად არ მიესადაგება კონკრეტულ პირველკლასელს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა იმ უბანში ან ახლომდებარე სკოლაში, სადაც …

პირველკლასელების რეგისტრაცია 15 მარტიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) …

ბათუმის რომელ სკოლებშია თავისუფალი ადგილები პირველკლასელებისთვის

ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში 2919 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ბათუმის საჯარო სკოლებში სულ 3078 ადგილი იყო პირველკლასელთათვის. ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში უკვე შევსებულია, თუმცა, ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, რჩება 159 თავისუფალი ადგილი სხვა საჯარო სკოლებში. 23 ივნისის მონაცემებით, ეს სკოლებია: მე-11 სკოლა, მე-13 სკოლა, …

შუახევში შვიდ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება

შუახევის რესურსცენტრის მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ შვიდ საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება. გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც, 2017-2018 სასწავლო წლისთვის, სკოლებში ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება. შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლის, მზია დავითაძის ინფორმაციით, სკოლები, რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლება, გასულ წელთან შედარებით წელს თითქმის გაორმაგებულია. გასულ სასწავლო წელს …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს პირველკლასელთა დეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე სკოლაში ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვისი და-ძმაც სწავლობს იმ კონკრეტულ სკოლაში, სადაც გადის რეგისტრაციას, ასევე ის ბავშვები, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისს, დილის ცხრა …

პირველკლასელთა რეგისტრაცია მინისტრის ბრძანების შემდეგ დაიწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია განათლების მინისტრის ბრძანების შემდეგ დაიწყება.  თუმცა,  დაახლოებით როდის გამოიცემა ბრძანება პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ, სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. „წინა წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მინისტრის ბრძანება დაახლოებით მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გამოიცემა, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელსაც ალბათ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ ბრძანებას და ამის შემდეგ დაიწყება რეგისტრაცია,“- გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. გასულ წელს პირველკლასელთა …

ბათუმის საჯარო სკოლებმა პირველკლასელების მისაღებად 375 ადგილი დაამატეს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 12-მა საჯარო სკოლამ  პირველ კლასებში მისაღები მოსწავლეების კონტინგენტი გაზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. „დაემატა 375 ადგილი. პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ბაზები დღეს, 6 მაისს, 13:00 საათზე გაიხსნება,“- განაცხდეს განათლების სამინისტროში. ადგილები პირველკლასელებისთვის შემდეგმა სკოლებმა დაამატეს: მე-4,მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-14, მე-15,მე- 17, მე- 18, მე-20, …

პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ

ბათუმში მშობლები იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა ან ერთი შვილი მაინც სწავლობს ამ სკოლაში, მომავალ პირველკლასელ შვილებს ვეღარ არეგისტრირებენ. მიზეზი, როგორც სკოლებში ეუბნებიან, უკვე შევსებული ადგილებია. ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დროს ტერიტორიული პრინციპი აღარ მოქმედებს; რაც შეეხება მოსწავლეთა დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომელთა შვილებს, მათი რეგისტრაცია აპრილში დასრულდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ …

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 25 მაისს, 20:00 საათამდე. უკვე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება ბავშვის პირველკლასელად დარეგისტრირება. ინსტრუქციის თანახმად, ონლაინრეგისტრაციისთვის წინა წლების მსგავსად, წელსაც საჭირო იქნება შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების ზუსტი თარიღი, მშობლების პირადობის ნომრები.  სკოლას, სადაც გსურთ ბავშვის მიყვანა, თუ მინიჭებული …

Exit mobile version