როგორ იცვლებოდა მასწავლებლის ანაზღაურება წლების მიხედვით საქართველოში – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ [CCIIR] საქართველოში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 1 888 ლარია, რაც ეროვნული საშუალო ხელფასის მხოლოდ 55-60%-ია. რა ხდებოდა რეფორმამდე, ანუ 2005 წლამდე კვლევის მიხედვით, სერტიფიცირების რეფორმამდე მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში უკიდურესად დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 80-150 …

პედაგოგები პრემიერ-მინისტრს ახალი სახელფასო ფორმულის შეცვლას სთხოვენ

მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საჯარო სკოლის 69 პედაგოგმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. პედაგოგები ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას მოითხოვენ. პედაგოგების განცხადებით, სახელფასო ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. „მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა“ – აცხადებენ პედაგოგები. …

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს. ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება …

რა არჩევანს სთავაზობს სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკის პედაგოგებს შემდეგ პირობებს სთავაზობს: თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს  2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ …

ათი კილომეტრი სკოლამდე ფეხით – ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

მაგული ჯინჭარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლაში ქიმიას 27 წელია ასწავლის. ამ ხნის მანძილზე ის ყოველ მეორე დღეს სახლიდან სკოლამდე ათ კილომეტრს ფეხით გადის. „ეს უნდა შეძლო, ყველაფერი უნდა გააკეთო, – ასე ვარწმუნებ ხოლმე საკუთარ თავს,“ – გვეუბნება 55 წლის პედაგოგი. „პაპანაქება სიცხეში, თავსხმა წვიმაში, ზამთარ-ზაფხულ, წელამდე თოვლში თუ ქარაშოტში ყველგან მივლია და ამინდის …

რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

შუახევის, სოფელ უჩამბის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ფატი თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ხელფასები ჩამოაჭრეს. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხელფასების ჩამოჭრის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა იყო. „სექტემბრის თვეში ხელფასზე ავიღეთ 35-პროცენტიანი დანამატი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგებმა, ოქტომბერში კი მხოლოდ განაკვეთზე დაგვირიცხეს 140 ლარი. ეს, ბუნებრივია, წინასთან შედარებით ბევრად …

პირველი აპრილიდან პედაგოგების ხელფასი ისევ გაიზრდება

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ. ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, მაგისტრი პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 480 ლარიდან 548 ლარამდე გაიზრდება. 20 ლარით მოიმატებს სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასის დანამატი და იგი 180 ლარით განისაზრვრება. 88 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება კლასის დამრიგებლის ხელფასი. რაც შეეხება ბაკალავრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარი იქნება. „ამ ხელფასს აიღებენ პედაგოგები სრული განაკვეთის …

პედაგოგებს დანამატები ურიგდებათ

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პედაგოგების 30%-იან ხელფასის დანამატის გაუცემლობამ აჭარის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ადრე ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ ეს თანხები ცენტრის დასაფარი იყო, ცენტრი კიდევ ბიუჯეტში გადაურიცხავ თანხებს ახსენებდა რეგიონს. საბოლოო ჯამში პედაგოგები რჩებოდნენ დაზარალებულები. ახალი წლიდან აჭარის ხელისუფლებამ გამონახა თანხები და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გასული წლის დავალიანების დაფარვაც დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, …

Exit mobile version