რელიგიის თემამ პედაგოგის ან მოსწავლის თავისუფლებები და უფლებები არ უნდა შელახოს

საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან შემდეგ, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ლექციების ციკლი ტარდება. ამის შესახებ პედაგოგები თვითონ წერენ ფეისბუკში და ლექციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციასაც აფიქსირებენ. პედაგოგები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ლექციაზე მიჰყავდათ, მათ მოუწიათ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, „ეს მაშინ, როცა ლექციას მუსლიმი პედაგოგებიც ესწრებოდნენ“. როგორი …

0.5-კრედიტქულიანი ტრენინგი პედაგოგებისთვის

საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook-ი, Microsoft Forms-ი. ასევე კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში. „ტრენინგი მოიცავს 12 …

რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად 

საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“. ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ …

პანკისის ხეობაში დირექტორებსა და პედაგოგებს ევროპის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ

როგორ უნდა წარმართონ საკუთარ სკოლებში ევროპის შესახებ სწავლების ჩატარება – ამის შესახებ პანკისის ხეობაში 20 სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. პედაგოგები თბილისში ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან გამართულ სემინარს, რომელზეც პირველი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს მიერ შერჩეული ევროინტეგრაციის კურსის თაობაზე. 2019 წლის თებერვალში კი, პედაგოგთა ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ისინი შეხვდებიან ევროპული ინსტიტუტების …

1.5-კრედიტქულიანი ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისთვის

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია ტრენინგზე „პროექტებით სწავლება“. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში პედაგოგებს მიენიჭებათ 1,5 კრედიტქულა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებს. ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ცხადდება ეტაპობრივად გარკვეულ რეგიონებში, პირველ ეტაპზე ცხადდება თბილისში. …

მასწავლებელთა მეხუთე კონფერენცია ბათუმში

აჭარის განათლების ფონდი აცხადებს აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას. კონფერენციიის სახელწოდებაა „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“, რომელიც გაიმართება 2018 წლის 21-23 დეკემბერს. კონფერენციის მიზანია, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება; სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, …

მასტერკლასი და კრედიტქულიანი აქტივობები მუსიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მუსიკის პედაგოგებისთვის დაგეგმილია მასტერკლასი – „საოპერო მუსიკის მოსმენა“, რომლის მიზანია კლასიკური რეპერტუარის მოსმენის ჩვევის გამომუშავების გამოცდილების გაზიარება. ანდღულაძეების ვოკალური ფონდის ხელმძღვანელი გური ზაქარეიშვილი მასწავლებლებს გააცნობს თეატრის გამოცდილებას. მასტერკლასზე რეგისტრაცია მიმდინარეობს  2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაძლებელია 300 მსმენელის მიღება. „მუსიკის მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ სამი სამუშაო …

მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო

ბათუმში მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების გადამზადების ონლაინკურისისთვის ონლაინფასილიტატორების [ტრენერების] გადამზადება დაიწყო. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს კონკრეტულ საგნებში ონლაინკურსებს შესთავაზებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენერებად ცენტრის თანამშრომლებსა და პროექტის მონაწილეებს ამზადებენ. ტრენინგები ამ ეტაპზე ბათუმში ტარდება. „ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის მონაწილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის …

ტრენინგი პედაგოგებისთვის ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში

საბაზო და საშუალო საფეხურის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის (VII-XIIკლასი), ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში ტრენინგი იგეგმება. ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: Powerpoint-ის, Moviemaker-ის, Pixton.com- ის, LearningApps-ის შესაძლებლობებს და მათი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნის ხერხებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ეფექტიანობისათვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს მიენიჭება 1 კრედიტქულა. ტრენინგი მოიცავს:  20 საკონტაქტო  და 5 …

პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან

12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან. „ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, …

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება

„რა მიიტანა მასწავლებელმა მოსწავლემდე“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამბობს, რომ სამინისტრო მასწავლებელთა ტრენინგების შედეგების შემოწმებას აპირებს. რას უკავშირდება სამინისტროს ინიციატივა და რა მექანიზმები არსებობს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის შესამოწმებლად? „ბათუმელები“ ამ თემაზე მენტორ მასწავლებელს, ხათუნა ხალვაშს ესაუბრა. ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის კონტროლი, რამდენად შესაძლებელია ამის შემოწმება? მეც მებადება …

ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში

ბათუმის 12 საჯარო სკოლის 36  მასწავლებელი ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში ტრენინგებს გაივლის. პროექტში სამოქალაქო განათლების, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის პედაგოგები არიან ჩართული. პროექტში ჩართული არიან ასევე პედაგოგები კახეთიდანაც. პროგრამა ორწლიანია და 2018 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლებისა და  …

Exit mobile version