17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა

პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო …

ბათუმის ციხეში პატიმარი 25-ე დღეა შიმშილობს, ის მძიმედაა – ადვოკატი

ბათუმის მე-3 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარი მერაბ შხაპელია 25-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატი ზვიად მარკოიძე აცხადებს, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მას ყურადღებას ციხის ადმინისტრაცია არ აქცევს. „25-ე დღეა შიმშილობს, მანამდე ის 45 დღე შიმშილობდა და მაშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ მერაბ შხაპელიამ ისევ შიმშილობა დაიწყო. მას მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს …

როგორ ამტკიცებს პატიმარი, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მოატყუა

„…ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რათა პატიმართა უფლებების დარღვევის ყოველი ფაქტი უარყოს ან მიჩქმალოს,“ – გვწერს ციხიდან პატიმარი ლეონიდე მიქაბერიძე. ეს ის პატიმარია, რომელმაც საკონსტიტუციოში სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ 2016 წელს მოიგო. ამჯერად ლეონიდე მიქაბერიძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ლეონიდე მიქაბერიძე სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული – 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილს  მიიჩნევს არაკონსტიტუციურად. ეს მუხლი …

ეროვნულ გამოცდებს 24 პატიმარი აბარებს, მათ შორის 6 არასრულწლოვანია

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებს საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი 24 პირი აბარებს. „პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო. პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია,“ – ინფორმაციას საქართველოს პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. 2020 წლის …

პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პატიმარი ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულების ანუ ბათუმის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. პატიმრის თქმით, მას უსამართლოდ მოექცნენ, როცა ხანმოკლე პაემნის და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდეს. პატიმარი ციხეში გამოცემული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას დისციპლინური სახდელები დაუწესეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა “გიორგი ოქროპირიძის საქმეში”. მკვლელობისთვის გასამართლებული ამ პირის საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია. თაბაგარი …

პატიმარმა სასამართლო დარბაზში ვენები გადაიჭრა – მას ოჯახში ძალადობას ედავებიან

ბათუმის სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ირაკლი კ.-მ ორივე ხელის მაჯა დაიზიანა. ირაკლიმ ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. გამოძიების ვერსიით, ირაკლი კ.-მ თავისი 5 წლის შვილის დედასა და მის მეგობარ ქალზე იძალადა. პოლიციაში დაზარალებული ქალების მეზობლებმა დარეკეს. საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, …

Exit mobile version