„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს. რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. …
Tag Archives: პარლამენტი
განათლების მინისტრი: პედაგოგების ხელფასები სექტემბერში გაიზრდება
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პედაგოგების ანაზღაურებაზე გეგმას მაისში წარმოადგენს. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა. სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი – ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, – …
Continue reading “განათლების მინისტრი: პედაგოგების ხელფასები სექტემბერში გაიზრდება”
პატიმარმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა
პატიმარმა ლეონიდე მიქაბერიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობისთვის 2014 წელს გაასამართლეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა იგი ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვისაა ბრალდებული და თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას მინიმუმ 10 წლით დაუმატებენ თავისუფლების აღკვეთას. პატიმარი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის …
Continue reading “პატიმარმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა”
NGO-ები პარლამენტს: დაბალი რეპუტაციის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროთ
„ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა,“ – ასე აფასებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაასახელეს. სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებას სთხოვს. სამოქალაქო სექტორი აქცენტს „არაფორმალურ გარიგებებზე“ აკეთებს, „კლანურ მმართველობაზე“ და იმაზე, რომ შერჩეული კანდიდატების „რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს“. „ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ …
თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება
თუკი პროკურორი თქვენს დაზარალებულად ცნობაზე უარს იტყვის, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 14 დეკემბერს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ აქამდე მხოლოდ მაშინ საჩივრდებოდა, თუკი იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხებოდა. მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე ადამიანებს პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებდნენ. თუკი …
Continue reading “თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება”
მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს
მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალი წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე მიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა, რაც მიწის გამარტივებული ფორმით რეგისტრაციას გულისხმობს. იმდროინდელი ცვლილებით, პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის რეგისტრაცის გამარტივებული ფორმის მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილეა და დოკუმენტების, მათ შორის, …
Continue reading “მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს”
პარლამენტარი კვოტირებაზე: არ ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ქალბატონი იჩაგრება
აჭარიდან საქართველოს პარლამენტში რვა დეპუტატია. მათგან ქალი მხოლოდ ორია – ფატი ხალვაში [მაჟორიტარი] და სვეტლანა კუდბა [პარტიული სია]. 23 მარტს კაცი დეპუტატებისგან განსხვავებით, კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი ორივე ქალმა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო. ორი დეპუტატი ამბობს, …
„პროდუქტების უსაფრთხოება კონტროლის გარეშეა“ – 33 ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს
33 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას. სამოქალაქო სექტორი ამ მიმართვით მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება, რომელიც 15 მარტს აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელშიც პარლამენტს კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების გათვალისწინებით. „ზედამხედველობის გარეშე რჩება ისეთი პროდუქტების უსაფრთხოება, …
რატომ უნდა შემცირდეს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა
საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა სამი წელი შეიძლება გახდეს ოთხი წლის ნაცვლად, მაგისტრატურა კი – ერთი წელი, ორის ნაცვლად. რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და რა არის ვადების შემცირების მთავარი მოტივი, ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კომენტარს არ …
Continue reading “რატომ უნდა შემცირდეს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა”
ფატი ხალვაში: ჩემთან არ მოსულან ხეების გადატანით შეწუხებული მოქალაქეები
„მე მგონია, ვალდებულება არ არის, რომ აუცილებლად კანონპროექტის ინიციატორი ვიყო,“ – ასე უპასუხა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ფატი ხალვაშმა „ბათუმელების“ შეკითხვას, უშუალოდ მას რა საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა პარლამენტში. დეპუტატმა დღეს, 24 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ანგარიში ჩააბარა. შეხვედრას ძირითადად თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. „ხელის მიჭერით არ ხდება მხოლოდ კანონის მიღება, საკომიტეტო მოსმენებზე მიმდინარეობს …
Continue reading “ფატი ხალვაში: ჩემთან არ მოსულან ხეების გადატანით შეწუხებული მოქალაქეები”
2013 წლიდან გაჩერებული კანონი მომხმარებელთა უფლებებზე – მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას
30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებას სთხოვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო მზად, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მისი ინიცირება 2015 წელს შეძლო. „2016 წლის მარტში კანონპროექტის პირველი მოსმენით …
ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს
საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე. 2016 წლის 18 ნოემბრიდან …
პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს
სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტი კონკრეტული რეკომენდაციებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მიმართავს. პარლამენტის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს და იგი 14 ივლისიდან ამოქმედდა. დადგენილების დასაწყისში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წინა წლის რეკომენდაციები, რომელიც ასევე ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, დადებითად შეასრულა მთავრობამ. კონკრეტულად 203 რეკომენდაციიდან 110 შესრულდა, 36 ნაწილობრივ შესრულდა, 96 შესრულების პროცესშია, ხოლო 11 …
Continue reading “პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს”
პარლამენტი ნატოს სესიისთვის 150 ათას ლარად ავტომანქანებს დაიქირავებს
საქართველოს პარლამენტი მაღალი კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მძღოლებთან ერთად დაიქირავებს, რაშიც 150 ათას ლარამდე გადაიხდის. ტრანსპორტის დაქირავების მიზანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და სესიის ფარგლებში სხვა ღონისძიებების მონაწილეების [სავარაუდოდ, 500-600 ადამიანის] მომსახურება. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასევე ავტოტრანსპორტის უცხოური ენების მცოდნე კოორდინატორებით მომსახურება, კერძოდ: თბილისის საერთაშორისო …
Continue reading “პარლამენტი ნატოს სესიისთვის 150 ათას ლარად ავტომანქანებს დაიქირავებს”
ზურაბ პატარაძე პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და …
შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის, ან მასთან დაკავშირებული პირების ქონება დააყადაღოს, მათ შორის, საბანკო ანგარიშები. არის თუ არა ეს წესი კონსტიტუციური? – საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. სარჩელის ავტორი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერია“, რომლის უძრავი ქობებაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დააყადაღეს და მისი სარგებლობის უფლება მესაკუთრეს შეუზღუდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ნორმა ბრალდებულთან დაკავშირებული …
Continue reading “შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები”
ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს
პარლამენტარი ფატი ხალვაში, ბათუმის მერიას, პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისთვის ოფისის გამოყოფას თხოვდა. ეს საკითხი დღეს, 27 თებერვალს, უნდა განეხილა საკრებულოს სხდომაზე. თუმცა, როგორც საკრებულოში თქვეს, პარლამენტარმა განცხადება უკან გაითხოვა. ფატი ხალვაშის განმარტებით, განცხადების გატანის მიზეზი ოფისის ქირის ფასია. „ის ოთახი, რომელიც მერიას უნდა გამოეყო, დიდია და ფასიც ძვირი გამოდის. ჩვენ ბიუროებისთვის 4 000-მდე ლარი გვაქვს …
Continue reading “ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს”
არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა
ირაკლი კობახიძე, რომელიც 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. რატომ შეაჩერა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეზე არჩევანი და რა გამოწვევების წინ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ახალი პარლამენტის პირობებში? ამ თემაზე „ბათუმელებს“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ და ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი …
Continue reading “არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა”
არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან
კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა. არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა …
Continue reading “არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან”
მაჟორიტარი კანდიდატი სექსუალურ უმცირესობებზე: როგორც ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი
თეიმურაზ ხაბაძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ბატონო თემურ, პირველად ხართ დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად? კი ბატონო. რა იქნება თქვენი ინტერესების სფერო პარლამენტში თუკი აგირჩევენ? სოციალური სფერო იქნება პირველ რიგში, 500-ლარიან სახელფასო მონიმუმთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ეს პროექტი, რომ დაკანონდეს. ასევე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ვმუშაობთ, რომელიც …
„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება გაორმაგდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რაც „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. აქამდე მრჩეველთა საბჭოს დაფინანსება „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ მთლიანი ბიუჯეტის 1.5 პროცენტს შეადგენდა. „აჭარის ტელევიზიის“ მრჩევლები ჰონორარის გაზრდას აპირებენ. მრჩეველთა საბჭოს წევრის ხელფასი თვეში 900 ლარს შეადგენს, დირექტორის და მისი მოადგილის – 1000-1000 ლარს (ხელზე ასაღები …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება გაორმაგდება”
მარიხუანას მოხმარებაზე სასამართლოები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ – პარლამენტის უმოქმედობა
მარიხუანას შეძენა-შენახვასა თუ მოხმარებაზე საქმეებს სასამართლოები ვერ იხილავენ. პრობლემა კანონია, რომელიც არ არსებობს. კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება დანაშაულად რჩება, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რითაც შეიძლება დამნაშავეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმეზე მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აკრძალა და იგი წამების ტოლფასად მიიჩნია. პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ბათუმის …
84 600 ლარი პარლამენტისთვის ჰიგიენური საშუალებების შესაძენად
საქართველოს პარლამენტის აპარატი პირადი ჰიგიენის საშუალებებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 84 600 ლარი. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 12 მარტს შეწყდება.
პარლამენტმა თაიგულების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს პარლამენტის აპარატი ყვავილების თაიგულებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 22 900 ლარი. ტენდერში წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 12 მარტს შეწყდება.