სიწითლე და ქავილი თვალებში – როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი, თვალის შემაერთებელი გარსის (კონიუნქტივის) ანთება, თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მთავარი ნიშანი თვალის ღია ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგის, ზარიმა ჩავლეიშვილის თქმით, კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს გადამდებიც, ამიტომ ასეთ დროს საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა. ზარიმა ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს ამ დაავადების სიმპტომებზე, მკურნალობასა და უსაფრთხოების წესები ამ დროს. ქალბატონო ზარიმა, რა …

რატომ არის აუცილებელი ბავშვის მხედველობის შემოწმება სკოლამდე | ექიმის რჩევები

კარგი მხედველობა აუცილებელია ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესში.  ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ცირა წულუკიძე ამბობს, რომ თუ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ განვითარებაზე. ქალბატონო ცირა, როდის უნდა შემოწმდეს ბავშვის მხედველობა? მხედველობითი დარღვევების დროული გამოვლინება აუცილებელია, 3-8 წლის ასაკამდე უნდა მოხდეს კორექცია, თუ არის რაიმე რეფრაქციული …

აჭარაში თვალის ბადურას მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. აჭარაში თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით მიმდინარე წელს დაიწყო. აქამდე პროგრამის ბენეფიციარებო  სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები იყვნენ. კლინიკა „საგიტარიუსში“ განმარტავენ, რომ ეს მკურნალობა გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობისთვის, როგორიცაა, მაგალითად: დიაბეტური რინოპათია, ბადურის ვენის ოკლუზიები და …

როგორ აზიანებს მზე თვალებს და როგორია პრევენცია – ექიმის რჩევები

კანის მსგავსად, თქვენი თვალებიც დაუცველია მზის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დამწვრობის მიმართ. მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ადვილად აღწევს თვალის ქსოვილებში, ვიდრე ხილული სინათლე. ეს პოტენციურად ზრდის თვალის პრობლემების რისკს, წერს აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტი.  „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ ჭარბმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელიც თვალის ზედაპირზე ხვდება, შეიძლება გამოიწვიოს …

როგორ მკურნალობენ გლაუკომას, თვალის ვერაგ დაავადებას – ექიმის რჩევები

გლაუკომა თვალის ქრონიკულ დაავადებაა, რომელიც სრული და განუკურნებელი სიბრმავის მიზეზი ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ონისე ნამჩევაძე ამბობს, რომ გლაუკომა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რადგან მის ბევრ ფორმას ხშირად არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ აქვს, ეფექტი კი იმდენად ეტაპობრივია, რომ პაციენტმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს მხედველობის ცვლილება, სანამ მდგომარეობა არ გართულდება. მაგალითად, გლაუკომის კვლევის ფონდის შეფასებით აშშ-ში გლაუკომა სამ …

თვალის პრობლემები ზაფხულში – ექიმის რჩევები

ზაფხულის მზესა და მაღალ ტემპერატურას, განსაკუთებით ისეთ ცხელ ზაფხულში, როგორიც წელსაა, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს კანზე, არამედ თვალებზეც – ისინი სიცხის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. თვალებთან დაკავშირებული პრობლემები წელიწადის ამ დროს რამდენიმე ყოველდღიურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი საუბრობს: თვალის ალერგიები – …

როგორ ამოვიცნოთ კატარაქტა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში სიბრმავის შემთხვევათა 51% სწორედ კატარაქტაზე მოდის, შესაბამისად ხშირად მიმართავენ  კატარაქტას ქირურგიულ მკურნალობას. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობისას ვლინდება, თუმცა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი ამბობს, რომ ასაკით გამოწვეული კატარაქტა საკმაოდ გაახალგაზრდავდა და უკვე 35-40 წლის ადამიანებშიც გვხვდება ხშირად.  კატარაქტა უმეტესად ნელა ვითარდება. თავდაპირველად, უფრო ძლიერი განათება და სათვალე დაგეხმარებათ კატარაქტასთან გამკლავებაში. მაგრამ …

რის ნიშანი შეიძლება იყოს თვალის დაღლილობა და სიწითლე

ასტიგმატიზმი საკმაოდ გავრცელებული დეფექტია, რომლის დროსაც ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ თუ პრობლემა უყურადღებოდ დარჩება, შესაძლოა მხედველობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს. თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ ასტიგმატიზმის აღმოჩენა რთული არ არის. ქალბატონო ელიტა, რა იწვევს ასტიგმატიზმს? ასტიგმატიზმი თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვალის რეფრაქციის (შუქის გარდატეხვის) სისტემის დეფექტია, რომელიც ვითარდება რქოვანას ან ზოგჯერ …

თვალის ყველა სახის დიაგნოსტიკა – უფასო აქცია ბათუმში

10 დეკემბრიდან, თვალის კლინიკა ,,ოკულუსმედს“ ექნება უფასო აქციები თვალის ყველა სახის დიაგნოსტიკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს. დიაგნოსტიკა ჩატარდება შემდეგ დაავადებებზე: კატარაქტა გლაუკომა მხედველობის პათოლოგიები (კერატოკონუსი) რეფრაქციული ანომალიები (ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი) კლინიკის ინფორმაციით, პაციენტებს მოემსახურებიან ადგილობრივი და მოწვეული  ექიმ-ოფთალმოლოგები თანამედროვე აპარატურით. მიკროქირურგიული ოპერაციებს კი კლინიკა ,,ახალი მზერადან“ მოწვეული ოფთალმო-ქირურგი ონისე ცერცვაძე ჩაატარებს. …

ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიული გამოკვლევის მნიშვნელობა თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკაში

ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიული (ოტკ) გამოკვლევა წარმოადგენს თვალის ქსოვილების გამოკვლევის ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიულ, არაინვაზიურ, უკონტაქტო მეთოდს, რომლის საშუალებით შესაძლებელია გამოსაკვლევი ქსოვილების შრეობრივი შესწავლა in vino პირობებში. ოტკ გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, უროლოგია, სტომატოლოგია, დერმატოლოგია, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა გამოკვლევის ამ მეთოდმა ოფთალმოლოგიაში მოიპოვა. ოტკ-ს როლი ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში საკმაოდ მაღალია. იგი იძლევა საშუალებას …

17 – 18 სექტემბერს „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ოფთალმოლოგი გელა ობერიუხტინი ჩაატარებს

17-18 სექტემბერს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ქირურგიულ ჩარევებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, გელა ობერიუხტინი.  მოზრდილთა და ბავშვთა ასაკის თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; სიელმის მკურნალობა; ასტიგმატიზმი; მიოპია; ჰიპერმეტროპია და სხვა. კონსულტაციასა და ოპერაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 95 53; 577 77 97 97. მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91

მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

„საგიტარიუსის“ შესახებ სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“ 2005 წელს პირველად გაიხსნა როგორც თვალის დაავადებათა კლინიკა. იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში. „საგიტარიუსი“ დებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა, ოფთალმოლოგმა ელიდა ხვედელიძემ და ეკატერინე გვარიშვილმა დააარსეს, ეს უკანასკნელი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 წლის განმავლობაში კლინიკის ოფთალმოქირურგიული განყოფილება წარმატებით ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას. ოპერაციებს …

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

რა შემთხვევაშია რეკომენდებული სათვალისა და კონტაქტური ლინზის ტარება? რა ასაკიდან სჭირდება ადამიანს სათვალე კითხვის დროს? – ამ თემებზე „ბათუმელები“ ექიმ-ოფთალმოლოგს, თამარ გოგიტიძეს ესაუბრა. რა შემთხვევაში უწევენ ოფთალმოლოგები რეკომენდაციას სათვალეს და რა შემთხვევაში – კონტაქტურ ლინზას? რა არის გადამწყვეტი შერჩევის მომენტში, პაციენტის სურვილი თუ ექიმის რეკომენდაცია? ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული პაციენტის სურვილზეც  და ექიმის რეკომენდაციაზეც, თუმცა  კონტაქტურ …

Exit mobile version