ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა პოსტი დატოვა. ყოფილი დირექტორის თქმით, სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების შესახებ განცხადება ახალ წლამდე დაწერა. საპარლამენტო არჩევნებში თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს პარტიიდან – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”. ამ პარტიაში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი დეპუტატები წევრიანდებოდნენ. საარჩევნო კამპანიის დროს მარჯანიშვილი ოპერის დირექტორად მუშაობდა. გასული წლის აპრილში ერთ-ერთ შეხვედრაზე კულტურის …
Tag Archives: ოპერა
95 წლის ძეფირელი ვერდის „რიგოლეტოს” დგამს
ომანში, მასკატის ოპერის სამეფო თეატრში ფრანკო ძეფირელი ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ დადგამს. მასკატის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა 2020 წლის სექტემბერში შედგება. 2020 წელს მასკარტის ოპერის – ათი და ომანის ხელისუფლებაში სულთნის მოსვლიდან 50 წლისთავი აღინიშნება. ძეფირელის „რიგოლეტოს“ ომანის თეატრში ვერონას, რომის, ვილნიუსისა და ზაგრების საოპერო თეატრებთან თანამშრომლობით დგამენ. სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრების ერთობლივი სპექტაკლის დადგმა ომანის …
Continue reading “95 წლის ძეფირელი ვერდის „რიგოლეტოს” დგამს”
ბერლინის სახელმწიფო ოპერამ სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი ოპერით გახსნა
ბერლინის სახელმწიფო ოპერამ შემოდგომის სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი, ლუიჯი კერუბინის ფრანგულენოვანი ოპერის პრემიერით გახსნა. იტალიური წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორი, ლუიჯი კერუბინი, ბეთჰოვენის თანამედროვეა. ოპერა „მედეა“ მან საფრანგეთის რევოლუციიდან მალევე, 1797 წელს დაწერა პიერ კორნელის ტრაგედიის მიხედვით. ბერლინის სახელმწიფო ოპერის პრემიერაზე მედეას როლი ბულგარელმა სოპრანომ, სონი იონჩევამ შეასრულა. არგონავტებზე მითის მიხედვით მსოფლიოში არაერთი ტექსტია დაწერილი სხვადასხვა …
Continue reading “ბერლინის სახელმწიფო ოპერამ სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი ოპერით გახსნა”
ხოსე კარერასის მასტერკლასებისთვის ახალგაზრდა მომღერლებს ბათუმში შეარჩევენ
ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისთვის 2019 წლის 21-26 იანვარს იტალიაში პეზაროს ჯ.როსინი სახელობის კონსერვატორიის პეტროტის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის მასტერკლასი. მასტერკლასის შესარჩევი ტური საქართელოში გაიმართება 2018 წლის 26 ოქტომბერს 14:00 საათზე, ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში. შესარჩევ მოსმენას ჩაატარებს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიის სამხატვრო დირექტორი …
Continue reading “ხოსე კარერასის მასტერკლასებისთვის ახალგაზრდა მომღერლებს ბათუმში შეარჩევენ “
„ჯამბაზები“ – პრემიერა ბათუმში
24-27 ივლისს ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ორ მოქმედებად. სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და საოპერო დასის სოლისტები. ასევე, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდი. კანიო – ანზორ ხიდაშელი კრისტიან ბენედიქტი (იტალია) ნედა – ლელა ვაშაყმაძე ნონა კორიფაძე; ტონიო – ოთარ ნაკაშიძე პეპე …
„ნარჩიტა“ – სამსუნის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლი ბათუმში
6 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, წარმოდგენილი იქნება ორმოქმედებიანი ბალეტი – „ნარჩიტა“. სპექტაკლს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის, სამსუნის ოპერისა და ბალეტის დასი. „ნარჩიტა“ პირველად იქნება წარმოდგენილი ბათუმში. როგორც „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში“ გვეუბნებიან, მუსიკალური ცენტრი სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრთან დიდი ხანია თანამშრომლობს. „ნარჩიტას“ წარმოდგენის შემდეგ, სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბათუმის საოპერო დასის სპექტაკლს – …
Continue reading “„ნარჩიტა“ – სამსუნის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლი ბათუმში”
ბათუმის კულტურის ცენტრში ოპერა „ტოსკა“ დაიდგმება
ბათუმის კულტურის ცენტრში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“ შესრულდება. ოპერის დამდგმელი რეჟისორია გერმანელი ჰანს-იოაჰიმ ფრეი, ხოლო დირიჟორობას გაუწევს იტალიელი დიროჟორი მაურიცო ჩამპი. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერა 15-18 მაისს გაიმართება. ოპერაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებთან – ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა …
Continue reading “ბათუმის კულტურის ცენტრში ოპერა „ტოსკა“ დაიდგმება”