მადიარი: ორბანის ოლიგარქებს ათობით მილიარდი არაბთა საამიროებში და სხვა ქვეყნებში გადააქვთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, „ვიქტორ ორბანის ოლიგარქებს“ თანხები საზღვარგარეთ გადააქვთ. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ. „ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ. მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე დიდი ოდენობით თანხის …

მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ

მოსამართლე ბიძინა სტურუას, რომელმაც შეკვეთილში გამართული აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები 2019 წელს დასაჯა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ირჩევენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მათ შორისაა ბიძინა სტურუა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მოსამართლე ბიძინა სტურუამ „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე სამართალდარღვევად მიიჩნია ის, რომ „აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ“. ეს პოლიციის მიერ შედგენილ …

„გააღვიძე ოლიგარქი“ – საია აქციის მონაწილეების სახელით საკონსტიტუციოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ მონაწილეების, ბონდო თედორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 14 აგვისტოს, აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მიმდინარეობის დროს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა მოსარჩელეთა …

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები სააპელაციომაც გაამტყუნა – საია საკონსტიტუციოს მიმართავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ოზურგეთის მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილება, რომლითაც აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ 9 წევრი გააფრთხილეს „დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურისთვის“. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ტიპის საქმეებზე საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კუთხით სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. საია ამ აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავდა. აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების: …

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა. „ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა. „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი …

Exit mobile version