„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ

„მე თქვენ მამყოფებთ გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ, რაც იწვევს სულიერ ტანჯვას და წამებას. მე თქვენ მაწამებთ“, – წერს ბათუმის ციხეში მყოფი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი. მან წერილი ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე წერილის ჩვენთვის გადმოცემის საშუალება არ მისცეს. ნუგზარ თაბაგარის ადმინისტრაციული საჩივარი 27 დეკემბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოსამართლემ პატიმრის …

„ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ – პატიმარი, რომელმაც ციხის ადმინისტრაციას საქმე მოუგო

„ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ბატონო მოსამართლევ,“ – მიმართა პატიმარმა ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ანუ „ბათუმის ციხის“ ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა. მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. დღეს, 27 დეკემბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნუგზარ თაბაგარის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი …

პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პატიმარი ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულების ანუ ბათუმის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. პატიმრის თქმით, მას უსამართლოდ მოექცნენ, როცა ხანმოკლე პაემნის და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდეს. პატიმარი ციხეში გამოცემული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას დისციპლინური სახდელები დაუწესეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა “გიორგი ოქროპირიძის საქმეში”. მკვლელობისთვის გასამართლებული ამ პირის საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია. თაბაგარი …

„საჩივრის გამოტანას მაიძულებენ“ – პატიმრის სასამართლო დავა ბათუმის ციხის წინააღმდეგ

თითქმის 6 საათის განმავლობაში მოსამართლე ირაკლი შავაძე პატიმრის საქმეს განიხილავდა. მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს ბათუმის ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სახეში შეფურთხებას ედავება. პატიმარი კი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ის სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით დაწერილი რამდენიმე შუამდგომლობით და მტკიცებულებებით მივიდა. „გაკრული ხელით ნაწერია, მიჭირს წაკითხვა,“ – რამდენჯერმე თქვა მოსამართლემ, როცა ხმამაღლა კითხულობდა პატიმრის შუამდგომლობებს სხვა პატიმრების დაკითხვასა თუ …

ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა

„ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი – ნუგზარ თაბაგარი მეშვიდე დღეა შიმშილობს,“ – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. იგი ორი დღის წინ შეხვდა ამ მსჯავრდებულს. სახალხო დამცველი პატიმრის შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატი ამ შემთხვევას უკვე სწავლობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა გუშინ საღამოს შეწყვიტა. „ჩვენ გვითხრა ნუგზარ …

Exit mobile version